Axalimedia.wordpress.com- დაინახე ახლებურად

06/15/2010

ცოტა რამ ყველასთვის საყვარელი ბანანის შესახებ . . .

Filed under: ეს საინტერესოა — თორნიკე ჩიხრაძე @ 10:31 am

1. ბანანები ადამიანის გამოგონილია თავიდან ბანანებს ჰქონდათ თესლები, რაც საჭმელად უვარგისი იყო. ამიტომაც ადამიანები იგონებდნენ ბანანების ჰიბრიდებს იქამდე, სანამ არ მიაღწიეს იმას, რომ ბანანებს ძალიან პატარა, თითქმის შეუმჩნეველი თესლები ჰქონოდა.

2. ბანანის ხე არ არის ხე ცოტა გაუგებრად ჟღერს, მაგრამ ბანანის ხე არის გიგანტური ბალახი , რომელიც ცდილობს ხეს დაემსგავსოს.

3. ბანანის ხეები მხოლოდ ერთხელ ისხამენ ნაყოფს და შემდეგ კვდებიან საბედნიეროდ „მომაკვდავი“ ბანანის ხე გვიტოვებს შთამომავალს, პატარა მცენარეს, რომელიც მისი გახმობის შემდეგ გაიზრდება. გაზრდას 10 წელი სჭირდება.

4.ბანანები გადაშენების საფრთხის წინაშე არიან საფრთხე ძალიან რეალურია. ერთი დაავადებაც და ბანანები გადაშენდებიან.

5. ბანანები არაჩვეულებრივი წამალია ნაბახუსევისთვის ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით კალიუმს, ამიტომაც ნაბახუსევზე რამოდენიმე ბანანის შეჭმა საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ მდგომარეობას.

6.ბანანის წვენის მისაღებად საჭიროა ბირთვული მეცნიერება მიუხედავად იმისა, რომ ბანანის 80% წყალია, მაინც ძალიან ძნელია მისი წვენის გამოწურვა. მათ მოლეკულური სტრუქტურა აქვთ და ამიტომაც ძნელია მისი წვენის მიღება. შესაძლებელია ბლენდერით ბანანისგან ერთგვაროვანი მასის მიღება, მაგრამ ეს ბანანის წვენი არ არის.

7. ბანანები ძალიან მნიშვნელოვანი საკვებია ბანანები სიით მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია ხორბლის ,ბრინჯის და მარცვლეულების შემდეგ. ღარიბ რეგიონებში ,სადაც გავრცელებულია ბანანი, მოსახლეობა ძირითადად ამ ხილით საზრდოობს.

8. ინდოეთი უდიდესი ბანანის მწარმოებელია მსოფლიოში.

9. ბანანების მოსავალს იღებენ წლის ყოველ სეზონზე

10. ბანანი არ ასუქებს

11. აღმოსავლეთ აფრიკაში არსებობს ბანანის ლუდი

12. ბანანები მდიდარია C ვიტამინით

13. ბანანები შეიცავენ ვიტამინ B6-ს, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.

14. მიუხედავად იმისა, რომ ბანანებს უყვართ ტროპიკული კლიმატი, ისინი ისლანდიაშიც კარგად ხარობენ. იქ ზრდის დროს მათ ნიადაგს ცხელი წყლით ათბობენ.

15. სიტყვა „ბანანი“ წარმოიშვა არაბული სიტყვიდან „ბანან“, რაც ნიშნავს თითს.

ყველაზე ყველაზე …

Filed under: ეს საინტერესოა — თორნიკე ჩიხრაძე @ 9:45 am

*ყველაზე მძიმე ჯიშის ძაღლია – სენბერნარი. მისი მაქსიმალური წონაა 111 კგ.

*ყველაზე დიდხანს ძილის მდგომარეობაში – უჭმელათ ძლებს ზღარბი- 235 დღეს. დათვი შიმშილობს 180 დღეს.

*ყველაზე გრძელი ენა ცხოველთა შორის აქვს ჭიანჭველაჭამიას. მისი ენის სიგრძე 60 სმ-ია.

* ყველაზე ხმამაღლა “მყვირალა” ცხოველი – ნიანგია. მიდი ყვირილი თვით გამოცდილ მონადირეებსაც კი შიშის ზარს ჰგვირს. ძალიან მაღალი ხმით გამოირჩევა ასევე ბეჰემოტიც. მესამე ადგილზეა ცხოველთა მეფე- ლომი.

*ყველაზე დიდი მდინარის თევზი არის ლოქო, რომლის წონა 400 კგ-ს აღწევს.

*ყველაზე სითბოსმოყვარული თევზები ცხოვრობენ კალიფორნიის ცხელ წყლებში, სადაც ტემპერატურა 50 გრადუსია.ეს თევზები ჩვეულებრივ, მდინარის წყალში იყინებიან და კვდებიან.

*ყველაზე დიდი ბაყაყი- გოლიოფია, რომელიც ბინადრობს აფრიკაში. მისი სხეულის წიგრძე 30 სმ-ია, წონა კი3,5 კგ.

*ყველაზე დიდი ნიანგი- ნილოსის ნიანგია. მისი სიგრძე 9 მ-ია.იგი იწონის 500 კგ-ს.

*ყველაზე დიდი ხვლიკი- კომოდური ვარანია. მიდი სიგრძე 5 მ-ია, ხოლო წონა 200 კგ.

*ყველაზე გრძელი რქა აქვს თეთრ მარტორქას. მისი რქის სიგრძე 1,50 მეტრია.

*ყველაზე მეწველლი ძუძუმწოვარი ცხოველი ვეშაპია.ის ყოველდღიურად 400ლ რძეს იძლევა.

*ყველაზე დიდხანს ცოცხლობს კუ. ცნობილია, რომ წმინდა ელენეს კუნძულზე ჰყავთ კუ, რომელიც 1761 წელს აქ მოუყვანია ცნობილ მოგზაურს ჯეიმს კუკს.

*ყველაზე მაღალი ფრინველი სირაქლემაა. მისი სიმაღლე 2,80 მ-ია, ხოლო წონა 100კგ.

ყველაზე პატარა სახელწოდების ქალაქი მდებარეობს კორეაში, მას ჰქვია “უ” .

*ყველაზე პატარა სახელწოდების სოფელი მდებარეობს საფრანგეთში, მას ჰქვია “ი”.

და ბოლოს

*ყველაზე სწრაფი კერძო ინტერნეტი აქვს შვედ ზიგბერტ ლოტბერგს.მისი სიჩქარე 40გბ/წ,  500-1000 ჯერ მეტია ქართული ინტერნეტის ჩვეულებრივ სიჩქარეზე. იგი იძლევა ყველაზე მაღალხარისხიან DVD მოცუცლობის ინფორმაციის 2 წამში გადმოქაჩვის საშუალებას

ცნობილი ადამიანების “ენაკვიმატობანი” :)

Filed under: ეს საინტერესოა — თორნიკე ჩიხრაძე @ 9:31 am

მკაცრი კრიტიკოსი
ერთი კრიტიკოსი ალექსანდრე დიუმას რომანში გამოთქმას აკრიტიკებდა:
-რა არის მტკივნეული სიცარიელე, როგორ შეიძლება ცარიელი საგნის ტკივილი?
დიუმამ მიუგო:
-განა თავი არასოდეს გტკივებიათ?

შეუძლებელი
-უკვე წაიკითხეთ ჩემი ლექსები?
-კი, და ორი მათ შორის ისეთია , რომელთა დაწერასაც ვერც ჰაინე და ვერც პუშკინი ვერ შესძლებდნენ.
-ფრიად სასიამოვნოა! რომლებია განა?
-ერთი კინოზე და მეორე რადიოზე.

შეხვედრა პარკში
გოეთე ვაიმარის პარკში სეირნობდა . ვიწრო ბილიკზე, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო გავლა, კრიტიკოსი შეხვდა. იგი მტრულად იყო განწყობილი გოეთესადმი და მკაცრად უთხრა:
-მე სულელებს გზას არ ვუთმობ!
-მე კი პირიქით, – ღIმილით მიუგო პოეტმა და განზე გადგა.

პაექრობა
ცნობილი გერმანელი პოეტი და იუმორისტი მორი გოტლიბ საფირი ერთ ლიტერატორს შეეკამათა, რომელმაც გესლიანად მიუგო:
– თქვენ ბატონო საფირ, ფულისთვის წერთ, მე კი მხოლოდ ღირსებისთვის.
-ყოველი ჩვენგანი წერს იმისთვის , რაც აკლია, – უთხრა საფირმა.

სიმღერის წყალობით
-მისტერ ჯორჯ, მე გავიგე, რომ თქვენს ქალიშვილს გადაუწყვეტია მომღერალი გახდეს და მუსიკის გაკვეთილებს იღებს. როგორი წარმატება აქვს?
– შესანიშნავი. მისი წყალობით თითქმის მუქთათ ჩავიგდე ხელში ორი მეზობლის ბინა.

ჯეკ ლონდონის სახლ-მუზეუმი
გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა ნოდარ დუმბაძემ და სხვა ქართველმა მწერლებმა, აშშ-ში მოგზაურობისას გადაწყვიტეს ჯეკ ლონდონის სახლ-მუზეუმი მოენახულებინათ.
გზაში მძროლმა დასაშვებ სიჩქარეს გადააჭარბა, რის გამოც პოლიციამ გააჩერა. თანმხლებმა გიდმა აუხსნა პოლიციელს, რომ საქართველოდან ჩამოსულ მწერლებს სურდათ ჯეკ ლონდონის სახლ-მუზეუმის ნახვა.
– ფრთხილად იარეთ – გააფრთხილა პოლიცილემა, სანამ ჯეკ ლონდონის სახლ-მუზეუმს ნახავთ , თვითონ ჯეკ ლონდონი არ ნახოთ.

06/14/2010

ტაილანდი

Filed under: ტურიზმი-გართობა — salokvanchiani @ 10:27 am


ეს არის არა მხოლოდ ტაილანდის, არამედ მთელი აზიის საუკეთესო კურორტი. ბოლო წლებში პატაია სულ უფრო იმყარებს ოჯახური დასვენებისთვის საუკეთესო კურორტის იმიჯს. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა პლაჟები გახლავთ, რომლის გასწვრივაც ჩამწკრივებულია: კაფე-ბარები, რესტორნენი და მაღაზიები. აქ გართობისა და დასვენების უდიდესი არჩევანია. წყლის თხილამურები, აკვალანგები, ვიდსერფინგი, დაივინგი, პარასეილინგი და ა.შ. შეგიძლიათ ითამაშოთ ჩოგბურთი, ბოულინგი, ბილიარდი, გოლფი, ისეირნოთ ცხენით და სხვ. მხოლოდ ტაილანდში შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიოში უდიდესი ნიანგების ფერმა, გაწვრთნილი სპილოების შოუ, დატკბეთ ნაციონალური ცეკვებით. მოინახულოთ ტაილანდის სახელგანთქმული ტაძრები ,,მინი სიამის’’ მონიატურულ პარკში. გაერთოთ აკვაპარკის ატრაქციონებით და ცოტათი მოდუნდეთ ტრანსვისტიტების შოუზე კაბარე ,,ალკაზარში’’.

პხუკეტი

ანდამანის სანაპიროს მარგალიტი (იგი ფორმით უსწორმასწორო მარგალიტს წააგავს). ტურისტებს პხუკეტი თავისი ტროპიკული ბუნებითა და სუფთა წყლით იზიდავს. გარდა კომფორტული დასვენებისა თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ქალაქის დიდებულ არქიტექტორულ ძეგლებს, რომელიც ჩინურ-პორტუგალიურ სტილშია ნაგები. მოინახულოთ ნაციონალურ პარკში აკვარიუმი ან ზღვის მარგალიტების ფერმა. საზღვაო სეირნობის მოყვარულებს შეუძლიათ კატერით გაემგზავრონ კუნძულ პხი-პხიზე, სადაც თითქმის ველური ბუნება და პლაჟებია. პხუკეტი ცნობილია სპორტის საწყალოსნო სახეობებით: დაივინგი, სერფინგი, წყლის თხილამურები, სეირნობა სკუტერით და ა.შ. პხუკეტი ქვეყნის იახტ-ცენტრია, აქვეა ასევე მსოფლიო სტანდარტების მქონე გოლფ-კლუბი. ასე რომ, თუ გსურთ დაიმუხტოთ წარუშლელი შთაბეჭდილებით, ეწვიეთ პხუკეტს.


სამუი

ტაილანდის სიდიდით მესამე კუნძული. აქ დასვენების ხიბლი და რომანტიკა, სიწყნარე და განმარტოვებაა, რასაც ხელს უწყობს ამ ტროპიკული კუნძულის ლანდშაფტი, ქოქოსის პალმების ხეივნები და ადგილობრივი მცხოვრებლების კეთილგანწყობა. სამუიზე წყალქვეშა ცურვის სპეციალისტები დაგეხმარებათ მოახდინოთ დამოუკიდებული მოგზაურობა ზღვის ფსკერზე. სანაპიროზე შეგიძლიათ ითამაშოთ: გოლფი, ფეხბურთი, ფრენბურთი, ჩოგბურთი და სხვ. სამუის მთავარი ღირსშესანიშნაობებია – ორი ჩანჩქერი: ხინ ლატი და 30 მეტრი სიგანის მქონე ნა-მუანგი, ასევე წყალქვეშა ნაციონალური პარკი ანგ ტხონგი, ბატ ხინ ნგუ-ს დიდებული ტაძარი ბუდას ოქროს ქანდაკებით და ორიგინალური ,,მაიმუნების თეატრი’’.


ჩანგი

ეს კუნძული ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება პირველყოფილი ბუნებისა და მშვიდად დასვენების მოყვარულთათვიოს. ჩანგი სიდიდით მეორე კუნძულია ტაილანდში და ქვეყნის კულტურულ ცენტრად ითვლება. კუნძულის ბუნება ერთდროულად განაწყობს ტურისტებს როგორც მშვიდი, ასევე აქტიური დასვენებისთვის. ძალიან კარგი პირობებია სამთო ტურიზმისთვის. სანაპირო წყლები და მარჯნის კუნძულები შესანიშნავ პირობებს ქმნიან დაივინგის მოყვარულებისათვის. გურმანებისთვის ზღვის პროდუქტების დიდი არჩევანია. კუნძულის ატმოსფერო ყველა პირობას უქმნის დამსვენებელს, ერთდროულად შეათავსოს ორი სიამოვნება ერთად – როგორც ხორციელი, ასევე სულიერი.

პხი-პხი

ტაილანდის ორი ტყუპისცალი კუნძული, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა აქ გადაღებული მხატვრული ფილმის „პლაჟის’’ შედეგად. ხელუხლებელი თეთრი პლაჟები, ფირუზისფერი ლაგუნები, დიდებული კლდის ქიმები, აი რით გვხიბლავს ეს კუნძული. აქ ძირითადად დაივერები და ახალგაზრდები არიან. ორივე კუნძული ენითაუწერელი სილამაზით გამოირჩევა, ერთმანეთს დიდებულად ერწყმის ლაჟვარდოვანი ზღვა, პლაჟი, ტროპიკული მცენარეულობა და იქვე ზღვასთან მდებარე, რამდენიმე ათეული მეტრი სიმაღლის კლდის ქიმები. პხი-პხიზე არ არის საავტომობილო გზა, აქ გადაადგილება ნავებითა და კანოებით ხდება, ეს კუნძულები იმისთვის არის შექმნილი რომ ადამიანმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს ბუნებისაგან.

კრაბი

სამხრეთ ტაილანდის ყველაზე ლამაზი პროვინცია „ათასი კუნძულის ქვეყანა“. ულამაზესი პლაჟებითა და მცენარეულობით, კრისტალურად სუფთა ოკეანის წყლითა და სასიამოვნო გრილი ქარით. კრაბი მსოფლიოშია ცნობილი კარსტული მღვიმეებით, ფანტასტიური პეიზაჟებით და უცნაური ფორმების კლდეებით. ამიტომაც აქ თითქმის ყველა კუნძულზე მოქმედებს კლდეზე ცოცვის შემსწავლელთა სკოლა.ზემოთჩამოთვლილი კომპონენტების წყალობით კრაბი სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში, განსაკუთრებით, დაივინგის, ვიდსერფინგისა და იახტით გასეირნებით მოყვარულთათვის. კრაბის მთავარი ღირსშესანიშნაობებია: ნაციონალური პარკები „ტან ბოკარანი“, „კაოპანონ ბენჩა“ და გამოქვაბულები „ტამ პრტა ნანგ ნოკი“ და „ტამ სუა“ (ვეფხვის გამოქვაბული).

ხუა ხინი

ტაილანდის უძველესი კურორტი. იგი გასული საუკუნის 20-იან წლებში გაიხსნა და დღემდე ხიბლავს ტურისტებს. უგრძესი სუფთა პლაჟები ანანასის პალმებით, თეთრი სილა, კრისტალურად სუფთა ზღვა – ეგზოტიკა, რომელიც ტურისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს. ხუა ხინი ყველას აძლევს საშუალებას მიიღოს უდიდესი სიამოვნება აქ გატარებული დღეებიდან. მთავარი ღირსშესანიშნაობა, რომლითაც ამაყობს ხუა ხინი სამასი მწვერვალის ნაციონალური პარკია. მას განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. ეს კუნძული დიდი ხნით დაგმუხტავთ სასიცოცხლო ენერგიითა და ბედნიერების შეგრძნებით. თქვენ აუცილებლად გაგიჩნდებათ აქ დაბრუნების სურვილი.

ყველაზე აქტუალური თემა “ზაგარი”

Filed under: ტურიზმი-გართობა — salokvanchiani @ 10:23 am

კრემები ავტოგარუჯვის ეფექტით თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება. ფასს მწარმოებლის მარკა განსაზღვრავს. ყველაზე მცირე – 6 ლარიდან ზევით. შედეგი ზოგს რამდენიმე წუთში აქვს (შემადგენლობას და კანის ფერს გააჩნია), მაგრამ ზუსტი შერჩევისას რეგულარული გამოყენების დაახლოებით 1,5-2 კვირის მანძილზე თვალშისაცემი ნამზეური ჯდება.

პლუსები

• ყველაზე სწრაფი და უსაფრთხო საშუალებაა(მწარმოებელი ასე ამბობს);

• შეიძლება ტანის დამატენიანებელი ლოსიონის ფუნქციის შესრულებაც;

• ხაზს უსვამს ნატურალურ ნამზეურს

• შედარებით იაფია;

მინუსები

• ღია ფერის კანზე კვალს ტოვებს, ხანაც ლაქებად აჩნდება;

• არაა რეკომენდებული ჰორმონალური დაავადებებითა და კანის დაავადებით სნეული ადამიანისთვის;

• არ იძლევა ფერის წინასწარ განსაზღვრის საშუალებას;

• ხანდახან კანს ზედმეტად ყვითელ, არაბუნებრივ ელფერს აძლევს;

• არ უზრნველყოფს მზისგან დაცვას;

• ხშირად აქვს სპეციფიკური, არცთუ სასიამოვნო სურნელი;

აირ არტ

ეს სტანდარტული სალონური პროცედურა. ტექნოლოგია მარტივია: კოსმეტოლოგი საგანგებო ხელსაწყოთი ტანზე ანაწილებს, უფრო სწორად ტანს დამტვერავს ლოსიონით, რომელიც შაქრის ლერწმის პიგმენტის საფუძველზეა შექმნილი. ტანზე ამ პიგმენტის მოხვედრისთანავე სხეული სასიამოვნო ბრინჯაოსფერს იღებს.

პლუსები

• უსაფრთხო საშუალებაა, ფსორიაზის, პიგმენტური ლაქებისა და კანის სხვა დაავადების დროსაც შეიძლება გამოყენება.

• კანს გადაჭიმავს და აახალგაზრდავებს, ეს შაქრის ლერწმის პიგმენტის წყალობით ხდება.

• პროცედურიდან 5-10 დღეში თანამრად გადადის კანიდან, ლაქების გარეშე.

• სამოსზე ლაქებს არ ტოვებს

• პროცედურამდე ტანის კანს პილონგი უკეთდება, რასაც დამოუკიდებელი დადებითი ეფექტი აქვს: კანს არბილებს და ფრთხილად წმენდს.

მინუსები

• საკმაოდ ძვირი ღირს და ზემოქმედება ხანმოკლე აქვს

• საშინაო პირობებში მისი გაკეთება შეუძლებელია

• მზისგან დაცვას არ უზრუნველყოფს

მზე

კომენტარი ზედმეტია. მზეზე ნებივრობა პლაჟზეც შეიძლება, და ბებოს აგარაკზეც, ამბობენ, ფერიაო სხვადასხვა, მაგრამ სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ყველაფერი კანის ტიპზე და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

პლუსები

• ყველაზე თანაბარი და ბუნებრივი ფერი

• სისხლში ცილების რაოდენობას ზრდის, ფერმენტების აქტიურობას განაპირობებს. მათი ზემოქმედებით ძლიერდება იმუნიტეტი, ჩქარდება D ვიტამინის გამოყოფა, მაგრდება კუნთები და ძვლები, ეხმარება დეპრესიასთან და სტრესთან ბრძოლას.

მინუსები

• ზრდის კანის და მკერდის სიმსივნის რისკს

• კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს (თუ ადამიანი დღეში 30 წუთზე მეტხანსაა მზეზე)

• მზის დარტყმის საშიშროება არსებობს, ამიტომ ზედმეტი გულმოდგინება საჭირო არაა.

სოლარიუმი

დრეს გარუჯვის ყველაზე პოპულარული საშუალებაა. ჰორიზონტალური, ვერტიკალური ანუ ტურბოსოლარიუმი. პირველში სანატურები უფრო სუსტია, მეორეში – უფრო მძლავრი.

პლუსები

• თანაბარი ნამზეურის მიღება ზამთარშიც და ზაფხულშიც ერთნაირი წარმატებით შეიძლება.

• საკმაოდ სწრაფი და არც ისე ძვირია

• კანის ელასტიურობაზე დამანგრეველი ზემოქმედება არ აქვს. თანამედროვე სოლარიუმებში არაა მავნე (კოლაგენისა და ელასტინის გამანადგურებელი) ჩ-სხივები.

მინუსები

• უამრავი უკუჩვენება. გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ტუბერკულოზის აქტიური ფორმით, ბრონქიალური ასთმით, სისხლის სხვა დაავადებებით, ფარისებრი ჯირკვლების მაღალი ფუნქციით, სიმსივნური წარმონაქმნებით, ვენების ვარიკოზული გაგანიერებით, ანთებითი პროცესებით შეწუხებულ ადამიანებს და ფეხმძიმეებს სოლარიუმის სტუმრობას არავინ ურჩევს. თუ მაღალი სიცხე გაქვთ, ჰორმონალური პრეპარატების, ანტიბიოტიკების, ფსიქოტროპული და შარდმდენი ნივთიერებების მიღების შემთხვევაში (ეს ნივთიერებები კანს უფრო მგრძნობიარეს ხდიან და ამიტომ ადვილად დაიწვებით).

• გამონაყარს აღიზიანებს და ამრავლებს;

• კანის ფოტოდაბერებას იწვევს;

• მელანომის (კანის ავთვისებიანი სიმსივნე) განვითარების რისკს ზრდის (განსაკუთრებული რისკია ნათელი კანის ადამიანებისთვის, რომელთაც ღია ან წითური თმა აქვთ)

ინდოეთი–გოა

Filed under: ტურიზმი-გართობა — salokvanchiani @ 10:20 am

გოა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია, რომლის ოქროსფერი პლაჟები, ნოტიო ტროპიკების უმდიდრესი ბუნება გოას პროვინციას განუმეორებლობას და იდუმალებას ანიჭებს. გოა-ეს ის ადგილია სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისე დაისვენოს, როგორც მას სურს. თუ პლაჟზე მოგწყინდებათ, შეგიძლიათ ველურ ბუნებაში გაისეირნოთ და გაეცნოთ ადგილობრივთა წესჩვეულებებს.

გოა – უპირველეს ყოვლისა ეს არის შესანიშნავი სასტუმროები და კარგად ორგანიზებული დასვენების ინფრასტრუქტურა .მეორე – დიდებული პლაჟები და თბილი ზღვა. პრაქტიკულად მთელი დღე პლაჟზე არ მოიწყენთ, აქ ბანაობენ, მზის აბაზანებს იღებენ, წყლის ველოსიპედებით სეირნობენ , ეცნობიან წყალქვეშა სამყაროს. პირდაპირ პლაჟზეა პატარა კაფეები , სადაც ძალიან იაფად და სწრაფად მოგიმზადებენ ზღვის პროდუქტებს.

იყავით ყურადღებით!!!

სასტუმროს გარეთ სეირნობისას ქალები უნდა მოერიდნონ მოკლე კაბების ჩაცმას და შიშველი მხრების გამოჩენას. ძვირფასი ნივთები შეინახეთ სასტუმროს სეიფში.ნუ დატოვებთ ნივთებსა და ფულს სხვის დასანახად. მოერიდეთ წყლის დალევას ონკანიდან. ხელები და ხილ-ბოსტნეული საგულდაგულოდ დაიბანეთ და გარეცხეთ. აუცილებლად იქონიეთ ჰიგიენური ხელსაწმენდი.

სუვენირები

სუვენირის სახით შეგიძლიათ შეიძინოთ ინდური ქსოვილები: ქაშმირი, აბრეშუმი და რადჯასტანის ბამბა. ასევე-ჩაი,ნაირნაირი საკმაზებით. პილპილი,კუმკუმა,შაფრანი,კორიცა,არომატული ფხვნილები და.ა.შ. გახსოვდეთ მათი გატანა ქვეყნის გარეთ ხელჩანთით აკრძალულია,მხოლოდ ბარგით. ასევე ბარგით უნდა გაიტანოთ: ოქროს,ვერცხლის,სპილენძის,ლატუნის,ბრინჯაოს ინკრუსტრირებული სამკაულები. ინდოეთში ძალიან ბევრია თიხის,სპილენძის,ბრინჯაოს,მინის,ხის,ბამბუკისა და ინდური თხილისაგან დამზადებული სხვადასხვა ფიგურები.აქ გამყიდველებს აუცილებლად უნდა შეევაჭროთ. შევაჭრება არ ხდება მხოლოდ დიდ სუპერმარკეტში, სადაც ფიქსირებული ფასებია.

სამზარეულო

ინდური კულინარია ერთერთი ძველი და პოპულარულია მთელ მსოფლიოში. სამზარეულოს ძირითადი კომპონენტებია: ბოსტნეული ”საბჯი”, (ინდოელთა უმრავლესობა ხორცს არ ჭამს). თევზი,ბრინჯი,ცომეული და ლავაში. ასევე რძის პროდუქტები. ინდური სამზარეულოს მრავალფეროვნებას უბრალოდ თვლა არა აქვს. ადგილობრივი მზარეულების სავიზიტო ბარათი სხვადასხვა საკმაზებია,რომლებსაც პრაქტიკულად ყველანაირ საკვებში იყენებენ. სახელგანთქმული საწებელი (კარი) ეს არის მრავალფეროვანი რეცეპტურის ჯგუფი, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ კერძს, განუმეორებელ გემოს აძლევს.

ინდოეთში ძალიან პოპულარულია ჩაი, რომელსაც ზოგჯერ რძით და საკმაზებით შეზავებულს სვამენ, ასევე პოპულარულია ყავა, ახალი წვენები და ხილიანი წყლები. სუფრასთან მიღებული არ არის სპირტიანი სასმელები. კერძების უმრავლესობას ცივ წყალს აყოლებენ.

ტრანსპორტი

ყველაზე იაფი ტრანსპორტი ქალაქებში ავტობუსებია, საკმაოდ თანამედროვე და იაფი. ქვეყანაში ტაქსის სამი სახეობაა: ჩვეულებრივი, მოტო და ველორიქშები. გადაყვანის ფასები საკმაოდ იაფია და დაახლოებით 10 რუპიაა ჩვეულებრივი ტაქსით 1კმ-ზე. 5 რუპია მოტორიქშით და 2-3 რუპია ველორიქშით. წესით ტაქსისტები ვალდებული არიან ჩართონ მრიცხველი, თუმცა ამას არ აკეთებენ თუ მათ ტურისტი ჩაუჟდებათ. ნიუ დელიში არის მეტროპოლიტენი სადაც მგზავრობა სულ 5რუპია ღირს.

“არტ გენი 2010″

Filed under: კულტურა — თორნიკე ჩიხრაძე @ 3:39 am

შეგახსენებთ, რომ სახალხო ფესტივალის “არტ გენის” მიზანს ქართული ფოლკლორისა და ძირძველი ტრადიციების მოძიება-პოპულარიზაცია წარმოადგენს. წლევანდელი ფესტივალი ქართულ ენას და დამწერლობას ეძღვნება.

“არტ გენი 2010″ 13 ივნისს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიხსნა. ფესტივალზე ტრადიციულად წარმოდგენილი იყო ქართული რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები. ასევე გაიმართა ფოლკლორული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი შემსრულებლებისა და თბილისელი სტუმრების გარდა, ჩერქეზთა ფოლკლორულმა ანსამბლმაც მიიღო.  ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა კორინთელმა განაცხადა, “არტ გენი” წელს საქართველოს სამ რეგიონს – კახეთს, ისტორიულ ჯავახეთსა და რაჭას მოიცავს. “წელს “არტ გენის” მე-7 იუბილეს აღვნიშნავთ. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი წინანდალში, ისტორიულ ადგილას გაიხსნა. 16-20 ივნისის ჩათვლით, გვექნება ექსპედიციები ვარძიასა და რაჭაში, დასკვნითი ნაწილი, კი ტრადიციულად, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართება. წლევანდელ ფესტივალზე სიახლე თანამედროვე პოეზიის ტური იქნება, რომელიც ფესტივალის დასრულებამდე ვაკი პარკის ღია თეატრში მოეწყობა”,

“არტ პარლამენტი”

Filed under: კულტურა — qarchavacisia @ 3:24 am

საქართველოს პარლამენტმა `არტპარლამენტს` ჩაუყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის თანამშრომლების ნამუშევრების გამოფენა ყოველწლიურად მოეწყობა.
გამოფენა, რომელზეც პარლამენტის თანამშრომლების ნახატები, ფოტოები და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები გამოიფინა, დღეს შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ გახსნა. “მოხარული ვარ, რომ ასეთ ორიგინალურ ღონისძიებაზე გვიწევს შეხვედრა. მსგავსი ღონისძიება პირველად იმართება ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში. კარგია, რომ საშუალება გვაქვს, პარლამენტის თანამშრომლების ნიჭი და ტალანტი განსხვავებული კუთხით, განსხვავებულ სფეროში ვიხილოთ”, – განაცხადა გამოფენის გახსნისას დავით ბაქრაძემ. გამოფენის მონაწილეები ბაქრაძემ სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა.

განათლების სამინისტროში მოსწავლეთა ქცევის კოდექსს განიხილავენ

Filed under: კულტურა — qarchavacisia @ 3:20 am

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, მოსწავლეთა ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტის განხილვის მიზნით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გია მამულაშვილი და ცენტრის თანამშრომლები. სასწავლო პროცესში მონაწილე მხარეებს შორის ეთიკურად მიზანშეწონილი და საზოგადოებრივად გამართლებული ურთიერთობების დამკვიდრება სასწავლო პროცესის სრულყოფისთვის აუცილებელია. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება მასწავლებელთა პროფესიული, მოსწავლეთა ქცევისა და სკოლების დირექტორთა ეთიკის კოდექსები, რომლებიც სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება.

მოსწავლის ქცევის კოდექსი მოიცავს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. მოსწავლის ქცევის კოდექსი ხელს უწყობს სწავლისათვის ისეთი გარემოსა და პირობების შექმნას, სადაც მოსწავლე შეძლებს ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას. კოდექსი ემსახურება მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.

მოსწავლეთა ეთიკის კოდექსზე სამუშაო შეხვედრები უკვე მოეწყო სხვადასხვა სამუშაო ჯგუფთან და იმისთვის, რომ ეთიკის კოდექსმა სრულყოფილი სახე მიიღოს, ანალოგიური სამუშაო შეხვედრები მრჩეველთა საბჭოსთან, დარბაზის წევრებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან და საზოგადოების სხვა წევრებთან მომავალშიც მოეწყობა. მათი შენიშვნები და შეხედულებები ეთიკის კოდექსის საბოლოო ვარიანტში იქნება გათვალისწინებული.

კულტურის სამინისტრომ და ომბუდსმენთან არსენული ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ მემორანდუმი გააფორმეს

Filed under: კულტურა — qarchavacisia @ 3:10 am

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში სახალხო დამცველსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხს ეხება.

მემორანდუმი მიზნად ისახავს კულტურის სამინისტროსა და სახალხო დამცველს შორის საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას, ეროვნულ უმცირესობათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას და პოპულარიზაციას.
მემორანდუმს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ მოაწერეს ხელი. როგორც მინისტრმა განაცხადა, თანამშრომლობა ითვალისწინებს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სრულფასოვანი მონაწილეობის ხელშეწყობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ასევე გადაწყვეტილების მიღების ყველა პროცესში ეროვნულ უმცირესობათა ენის, კულტურის, ტრადიციებისა და თვითმყოფადობისათვის მნიშვნელოვანი ელემენტების დაცვასა და შენარჩუნებას.

„მემორანდუმის თანახმად, კულტურის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს მხარეთა მიერ, ერთობლივად შემუშავებულ ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებულ პროგრამებსა და პროექტებს; უმცირესობათა საბჭოს მიაწვდის ინფორმაციას სამინისტროს მიერ ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში განსახორციელებელი პროგრამების შესახებ“, – განაცხადა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ.

სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით, კულტურის სამინისტროს როლი მნიშვნელოვანია, ვინაიდან სამინისტროს ძალიან დიდი როლი აკისრია, როდესაც საქმე ეხება ეროვნული უმცირესობების კულტურული ღირებულებებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ უმცირესობებმა უშუალოდ სამინისტროსგან იცოდნენ, თუ რა კეთდება ეროვნული უმცირესობების ძეგლთა მოვლა–პატრონობის, სპორტის და კულტურის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გააგრძელოს მუშაობა ეთნიკური უმცირესობების კულტურების შემდგომ განვითარებას. ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი იმაში, რომ მათი კულტურა არის ჩვენი კულტურის ნაწილი, აქედან გამომდინარე, სამინისტროს პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით ძალიან დიდია“, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

როგორც მემორანდუმის გაფორმებისას აღინიშნა, კულტურის მინისტრი ან მისი წარმომადგენელი სამ თვეში ერთხელ, შეხვდება სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს და მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას უმცირესობებთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მიმდინარეობის შესახებ. სამინისტრო მემორანდუმის თანახმად, მხედველობაში მიიღებს საბჭოს რეკომენდაციებს სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით.

დღესვე, კულტურის სამინისტრომ ეროვნულ უმცირესობათა კულტურის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებში მიმდინარე წლის განმავლობაში უმცირესობათა კულტურის ხელშეწყობის მიზნით, 100 ათასი ლარი დაიხარჯება.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა გასულ წელს განხორციელებული პროგრამები და ღონისძიებებიც,

სამოთხე დედამიწაზე . . .

Filed under: ტურიზმი-გართობა — qarchavacisia @ 3:02 am

ფიჯის კუნძულები

ფიჯი – არქიპელაგი 322 კუნძულით, წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ამ კუნძულებიდან 100 მუდმივად დასახლებულია, დანარჩენი კი კარალის რიფებია, დაფარული სუფთა თეთრი ქვიშით. ეს კუნძულები ულამაზეს ცისფერ ლაგუნაშია განლაგებული, ფიდჟის მოსახლეობა დიდ პატივს სცემს საკუთარ ტრადიციებს და სწორედ ამიტომ აქ დასვენების დროს შეიძლება მრავალი უძველესი რიტუალის შემსწრე აღმოჩნდეთ.
ქვეყანა: ფიდჟის კუნძულების რესპუბლიკა.
სასტუმრო: Vatulele Island Resort (კუნძულ ვატულელეზე).
ერთ საწოლიანი ნომრის ფასი: 2000$ ერთი ღამით.
დამსვენებელთა შორის არიან ვარსკვლავები: ბრიტნი სპირსი, ტომ კრუზი, მიშელ პფაიფერი, ბილ გეიტსი…

კუნძული სარდინია
სარდინიას ეძახიან სამოთხეს დედამიწაზე, ამ კუნძულის მცხოვრებს სწამთ, რომ სწორედ აქ დადგა ღმერთმა პირველად ფეხი და ამ პირველ-შექმნილ ოკეანეში შევიდა დასაბანად. ამ კუნძულზე შემონახულია მრავალი ძეგლი, რომელიც აქ მცხოვრები ტომებისგან და ერებისგან არის შემორჩენილი.
სიჩუმემ, ქალწულმა ბუნებამ, სუფთა ჰაერმა, გამჭვირვალე ზღვამ და მდიდარმა ისტორიამ ეს კუნძული მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ კურორტად აქცია.
ქვეყანა: იტალია
სასტუმრო: Forte Village Resort Villa del Parco & Spa deLuxe
ერთ საწოლიანი ნომრის ფასი: 2800$ ერთი ღამით.
დამსვენებელთა შორის არიან ვარსკვლავები: hიუ გრანტი, ევა ჰერცოგოვა, ჰაიდი კლუმი, როდ სტიუარტი…

კუნძული ანგილია


ანგილია – უსასრულო პლაჟები, სტუმართმოყვარე მასპინძლები, სიმშვიდე, აი რა არის ის ანდამატი, რაც იზიდავს აქ მილიონობით ტურისტს. ამ კუნძულზე ვერ ნახავთ ღამის ცხოვრებას და კაზინოებს, მხოლოდ უბრალოება და მშვიდი გარემო სულიერი დასვენებისთვის.
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
სასტუმრო: Cove Castles Villa Resort
ერთ საწოლიანი ნომრის ფასი: 2800$ ერთი ღამით.
დამსვენებელთა შორის არიან ვარსკვლავები: ბეიონს ნოულზი, დონატელა ვერსაჩე, რობერტ დე ნირო…

მილიონერების კუნძულები . . .

Filed under: ტურიზმი-გართობა — qarchavacisia @ 2:53 am

მილიონერების კუნძული-ქალაქი სენ-ტროპე

ქვეყანა: საფრანგეთი. სასტუმრო: Villa Belrose. ერთ საწოლიანი ნომრის ფასი: 3700$ ერთი ღამით.
დამსვენებელთა შორის არიან ვარსკვლავები: ბეიონს ნოულზი, პამელა ანდერსონი, ბრიუს ვილისი….
ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასასრულს სენ-ტროპე იყო ერთი პატარა სოფელი, რომლის მცირედი მოსახლეობა დაკავებული იყო თევზის ჭერით. XX საუკუნიდან, ფრანგულმა მაღალმა საზოგადოებამ და ხელოვანმა ხალხმა ის ბოჰემური ცხოვრების ცენტრად აქციa. ბევრი ცნობილი სახე დასახლდა აქ, მათ შორის იყვნენ მსახიობი ბრიჯიტ ბარდო, მწერალი ფრანსუაზა საგანი… დღეს სენ-ტროპე ერთ ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული ადგილია დედამიწის ზურგზე. აქ ისვენებენ შოუ ბიზნესის ვარსკვლავები და უმეტესობას საკუთარი ვილები აქვთ.

კუნძული სენ-ბარტელმი

ქვეყანა: საფრანგეთი.                                                                                                             სასტუმრო: Carl Gustaf.                                                                                                                        ერთ საწოლიანი ნომრის ფასი: 1700$ ერთი ღამით.
დამსვენებელთა შორის არიან ვარსკვლავები: ჯორჯ კლუნი, ნაუმი ქემბელი, კეიტ მოსი, hიუ გრანტი, პრინცი ჩარლზი…ამ პატარა კუნძულზე, სადაც მოსახლეობა 6500 ადამიანს არ აღემატება, გახსნილია ძვირიანი რესტორნები, ბუტიკები, დახურული კლუბები. უამრავ ჰოლივუდის ვარსკვლავს იხილავთ ამ ”მილიონერების კუნძულზე”.

კუნძული მიქონოსი

ქვეყანა: საბერძნეთი.
სასტუმრო: Royal Myconian
ერთ საწოლიანი ნომრის ფასი: 1700$ ერთი ღამით.
დამსვენებელთა შორის არიან ვარსკვლავები: კიტ რიჩარდსი, პერის ჰილტონი…
ამ ბერძნულმა კუნძულმა თავისი სახელი ანტიკური მითიური გმირისგან, მიკონოსისგან მიიღო, მიკონოსი აპოლონის შვილი იყო. კამკამა ზღვის ნაპირზე დგას პატარა თეთრი სახლები, ყვავილებიანი ფანჯრებით. კუნძულზე ზანტად დასეირნობენ პელიკანები, სანაპიროზე ბევრგან შეხვდებით ადგილობრივ მეთევზეს. აქ მდიდრული 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გვერdzე, არც თუ ისე ძვირად ღირებულ, 2 ვარსკვლავიან სასტუმროსაც შეხვდებით, მდიდრული რესტორნის გვერdzე – პატარა კაფესაც, ამ კუნძულზე ადგილი ყველასთვის მოიძებნება.

“არაჩვეულებრივი იდილია”

Filed under: ტურიზმი-გართობა — qarchavacisia @ 2:51 am

კომოს ტბა- იტალია

სასტუმრო: Grand Hotel Villa Serbelloni
ერთ საწოლიანი ნომრის ფასი: 1000$ ერთი ღამით.
მას ლარიოს ტბასაც ეძახიან. მისი სიგრძე 50 კილომეტრია და მდებარეობს მთიანი იტალიის ულამაზეს მხარეში. უკვე ასეული წელია ეს ადგილი იზიდავს მრავალ ტურისტს, რომლებიც სიამოვნებით მოდიან ტბასთან ნავზე სასეირნოდ, წყნარი და ლამაზი ბუნებით დასატკბობად. დამსვენებელთა შორის არიან ვარსკვლავები: მადონა, ჯორჯ კლუნი, მედ დეიმონი….

კუნძული ბორა-ბორა

ქვეყანა: საფრანგეთის პოლინეზია.
სასტუმრო: Le Meridien Bora Bora.
ერთ საწოლიანი ნომრის ფასი: 1300$ ერთი ღამით.
დამსვენებელთა შორის არიან ვარსკვლავები: კიტ ურბანი, ნიკოლ კიდმანი, შარლიზ ტერონი….
ბორა-ბორა, ტაიტის შემდეგ საფრანგეთის პოლინეზიის სიდიდით მეორე კუნძულია. ბუნებამ ეს მხარე არნახული სილამაზით დააჯილდოვა. ის გარშემორტყმულია ლაგუნით, გამჭვირვალე სუფთა წყალში ალაგ-ალაგ პატარა კუნძულებივით განლაგებულია ბარიერული რიფები. კუნძულის ცენტრში კი ჩამქრალი ვულკანია, რომელიც დროთა განმავლობაში ორ მთად იქცა – პახია და ოტემანუ. კუნძულის სახელწოდება ბორა-ბორა ხელახლა დაბადებულს ნიშნავს.

იბიცა-მოცეკვავე კუნძული

Filed under: ტურიზმი-გართობა — qarchavacisia @ 2:28 am

ყველას გაგვიგია ამ შესანიშნავი ესპანური კუნძულის შესახებ და არა ერთხელ გვიოცნებია მასზე მოხვედრა. ზოგიერთებს ალბათ უკვე მiეცათ ამის შანსი და ვფიქრობ, დაბრუნებაც კი აღარ უნდოდათ იბიცადან. მოდით, სანამ ჩვენც ჩავალთ მოცეკვავე კუნძულზე, მანამ მოკლე მიმოხლივას გადავხედოთ:
იბიცა – კუნძული რომელიც ესპანეთს ეკუთვნის და ხმელთაშუა ზღვის ტალღები ერტყმის გარს. შეუდარებელი სილამაზის სანაპიროები, ულამაზესი თეთრი სილით დაფარული პლაჟები, ამწვანებული გორაკები, ადგილობრივების უცნაური არქიტექტურით აგებული თეთრი სახლები და ულამაზესი, წარმოუდგენლად ცისფერი ზღვის წყალი და უმაგრესი მზე, რომელსაც თითქმის არასდროს ფარავს ღრუბლები – აი, ეს არის მოგზაურის სამოთხე დედამიწაზე. თანაც, იბიცა აღიარებულია მთელ მსოფლიოში, როგორც საუკეთესო ახალგაზრდული კურორტი: ზუსტად აქ ფანტასტიური გართობისა და დროსტარებისათვის იყრის თავს ახალგაზრდობა მთელი ევროპიდან. საღამოს დადგომისთანავე იწყება მხიარულება – ეგზოტიკური შოუები, მასკარადები, მხიარული კლოუნადები, გრანდიოზული დისკოთეკები, სასაცილო შეჯიბრები და დახვეწილი მოდური ჩვენებებიც კი, რომლის მსგავსი, არა მგონია, რომ ევროპის რომელიმე ქალაქში ხდებოდეს.

სანაპიროები

იბიცას ყოველ დასახლებულ პუნქტში არის Oficina de Informacion, სადაც აბსოლუტურად უფასოდ არიგებენ ავტობუსების განრიგის ფერად ბუკლეტებს, სადაც სანაპიროების დაწვრილებით ილუსტრირებულ რუქას იხილავთ. ერთისგან მეორე გამომდინარეობს, რადგან დამსვენებლები პლაჟიდან პლაჟზე გადასვლას ქალაქის ავტობუსით ამჯობინებენ. კუნძულზე დაახლოებით 80 სხვადასხვანაირი სანაპიროა ნებისმიერი გემოვნებისათვის. იმას, რომ იბიცაში დასვენება საფუძვლიანად განსხვავდება სხვა კურორტებზე დასვენებისაგან, ხოლო თვითონ იგი – სხვა კურორტისაგან, ადვილად მიხვდებით, თუ დამსვენებლებს შეხედავთ. ცურვის, ყვინთვისა და ნარუჯის მიღების მაგივრად ისინი ცდილობენ შეიკრიბონ სადმე ხეების ქვეშ, რათა არავითარმა მზემ და ტალღების ხმაურმა არ შეუშალოს ხელი მათ მშვიდ ძილს. პლაჟებზე ასევე ხდება ფლაერების დარიგება საღამოს წვეულებებზე და რასაც არ უნდა ამბობდნენ მედიკოსები პლაჟზე ძილის მავნებლობის შესახებ, იბიცაში სწორედ აქ სძინავს ყველას. ხვდებით, ალბათ, რატომაც: იბიცაზე ძილისთვის ღამით არავის სცალია, ღამე აქ გართობისათვისაა

კლუბები

ძირითადი კლუბური ცხოვრება იწყება შუაღამეს და მთავრდება დილის 7 საათზე. შესვლა 35 ევრო ღირს. მაგრამ თუ შიგნით მოხვდებით, მიხვდებით, რომ ფული ტყულად არ დაგიხარჯავთ. ეს ნამდვილად საუკეთესოა, რაც მუსიკის, მოდისა და გართობის სფეროში შექმნილა.
კლუბები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ: ღიაა 1967 წლიდან. რეზიდენტები: როჯერ სანჩესი, ერიკ მორილო, პიტ-ტონგი – ეს საკმარისი სიაა იმისათვის, რომ კლუბის დონე განსაზღვროთ. აქ ტარდება კუნძულის ყველაზე მოდური საღამოები. მოცეკვავე ბიჭები ასრულებენ ‘’ჰაუსს’’, ხოლო თავგადაპარსული ტატუირებული გოგონები – სტრიპტიზს – ლაკონურს და თავშეკავებულს, როგორიც თავად კლუბია. აქ ნახავთ ‘’დღის დიჯეის’’, აქ მოდიან მეტისმეტად ბურჟუაზიული და კარგად ჩაცმული ადამიანები. მაგრამ ერთადერთი ‘’ფეის-კონტროლი’’, როელსაც კლუბის შესასვლელში გადახაზული ღია ფეხსაცმლის ტაბლოთი შემოიფარგლება, იმ მოსაზრებითაა ნაკარნახევი, რომ სტუმრებმა ცეკვის დროს ფეხი არ გაიჭრან შემთხვევით გატეხილ ჭიქებზე. “Amnesia” – სამშაბათობით და კვირაობით აქ იმართება ‘’ქაფიანი საღამოები’’. მაგრამ ეს არ აგერიოთ ცეკვებში ქაფის თანხლებით, ეს არის ნამდვილი ბრძოლა გადარჩენისათვის: ზემოდან მილების მეშვეობით, ძლიერი წნევით ეშვება ქაფი. თქვენი ამოცანაა არ დაიხრჩოთ ამ ქაფში, რომელიც კისრამდე გწვდებათ და სანამ თქვენ თვალებიდან იშორებთ მას, ‘’მუჩაჩოები’’ ყველა მხრიდან ცდილობენ ისარგებლონ თქვენი უმწეობით და ხელი წაგატანონ სხეულის ყველაზე ‘’აკრძალულ’’ ადგილებზე. შიძლება ითქვას, მხიარული, ჯგუფური ძალადობაა 80-იანი წლების მუსიკის თანხლებით. “Space“-ეს კლუბი ტრანსისა და ტექნოს მოყვარულებისთვისაა. ყველაზე ხმაურიანი დისკოთეკაა მსოფლიოში. თუ ვინმეს კუნძულზე ფილმის გადაღება მოუნდება ნარკოტიკული თავაშვებულობის შესახებ, ვურჩევთ, გადაღებები აუცილებლად აქ მოაწყოს.

ტრანსპორტი

მოტოროლერის დაქირავება ერთი დღით ღირს 30 ევრო, ხოლო მანქანის – 50 ევრო.
ტაქსის ღირებულებას კი კილომეტრობით კი არ საზღვრავენ, არამედ უფრო – ‘’კლუბიდან-სახლამდე’’ – ჩვეულებრივ გამოდის დაახლოებით 15 ევრო.
ერთ-ერთ ყველაზე სახალხო ტრანსპორტად ავტობუსი ითვლება. საშინელი განრიგითა და გაჩერებების განუსაზღვრელი რაოდენობით მას ათასობით მთვრალი ინგლისელი, ცნობისმოყვარე ამერიკელი და ხმაურიანი იტალიელი გადაყავს ერთი ადგილიდან მეორეზე.
იბიცას მოსახლეობა

კუნძულზე ოფიციალურად 27 000 უმუშევარია და მათი უმრავლესობა დამსვენებლებში ირევა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ იქაური მამაკაცები ქართველი კაცების მსგავსად დანახვისთანავე ‘’შებმას’’ დაგიწყებენ და დარწმუნებულნი იქნებიან, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი…
ცხოვრება იბიცაში თვალნათელი დემონსტრირებაა იმისა, თუ როგორ უნდა უყუროთ ყველაფერს მარტივად და თუ როგორ უნდა იყოთ დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში უსირცხვილოდ ბედნიერი. ზაფხულში, კომფორტული დასვენებისთვის, ცნობილი სახეები მზად არიან ნებისმიერი თანხა გადაიხადონ. მალდივიმ, სეიშელმა და ბაჰამის კუნძულებმა დაკარგეს პოპულარობა, დღეს ვარსკვლავები იხდიან ბევრად მეტს და ითხოვენ ბევრად მეტ ეგზოტიკას.

სიგარეტი რომელიც არ გავნებს

Filed under: მეცნიერება — თორნიკე ჩიხრაძე @ 1:40 am

იაპონელი სპეციალისტების ჯგუფმა ამოიცნო თამბაქოს ფოთლებში ნიკოტინის დაგროვების მექანიზმი, რაც შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას უვნებელი სიგარეტები. ამას კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი კაძუფუმი იაბუკი ამტკიცებს , რომელმაც თავისი კვლევების შედეგები ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონულ გამოშვებაში გამოაქვეყნა.
ნიკოტინი, როგორც ის წერს, წარმოიქმნება თამბაქოს ფესვებში და წყალთან ერთად მის ფოთლებში ხვდება. მას იქ იაპონელების მიერ აღმოჩენილი განსაკუთრებული ცილა ჩაიჭერს, რომელიც ხელს უწყობს ამ ნივთიერების დაგროვებას უჯრედებში. სწორედ პროფესორ იაბუკს მიაჩნია, რომ ამ პროცესში გენეტიკურ დონეზე ჩარევა შესაძლებლობას მოგვეცმს, შევქმნათ უნიკოტინო თამბაქო, რომელიც ჩვეულებრივისგან გემოთი განსხვავებული არ იქნება.

გამორიცხული არ არის, აგრეთვე, რომ იაპონელების მიერ აღმოჩენილი მექანიზმის საშუალებით შესაძლებელლი იქნება, თავიდან შეიქმნას მცენარეები საჭირო მონაცემებით და აუცილებელი ორგანული დამატებებით

კოსმოსური ლიფტი – დედამიწიდან კოსმოსში…

Filed under: მეცნიერება — თორნიკე ჩიხრაძე @ 1:20 am

ადამიანის აუხდენელი ოცნება ოდითგანვე იყო კოსმოსში მოგზაურობა. დღესდღეობით ეს მხოლოდ მდიდარი ხალხის ხვედრია (რადგან 20 მილიონი $ ღირს). ამიტომ მეცნიერებმა გადაწყვიტეს კოსმოსური ლიფტის შექმნა. ამით მათ სურთ რომ კოსმოსში მოგზაურობა უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი გახადონ. მისი დანიშნულება იქნება ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადატანა. კოსმოსური ლიფტი მეცნიერებს ბევრ პრობლემას მოუხსნის და გარკვეულ საკითხებზე უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებაც იქნება.
მისი შექმნის ალბათობა დღესაც ბევრ მეცნიერისთვის დაბალია,თუმცა ნასაში სხვაგვარად ფიქრობენ და სერიოზულად მუშაობენ ამ საკითხზე. კოსმოსური ლიფტის ღერძი იქნება ათეულ ათასობით კმ სიგრძის ზეგამძლე და ამავდროულად მსუბუქი ბაგირი. ერთი ბოლო მობმული იქნება დედამიწის რომელიმე სადგურზე, მეორე ბოლო კი-ნასას ხელოვნურ თანამგზავრზე.

იდეა ჯერ კიდევ 1895 წელს გაუჩნდა რუს მეცნიერს კონსტანტინ ციოლკოვსკის , მას შემდეგ რაც ეიფელის კოშკი მოინახულა.

მაგრამ მეცნიერების წინაშე იდგა 2 მთავარი პრობლემა:
1. რა მასალის უნდა ყოფილიყო ბაგირი?
2. როგორ შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ბაგირის დაზიანება?

ცხადია, ბაგირის მასალად არ გამოდგებოდა ფოლადი და მსგავსი ლითონები, რადგან მისივე სიმძიმის გამო გადატყდებოდა. პლასტმასი და მისთანანი თავიდანვე გამოირიცხა.
მაგრამ მას შემდეგ რაც იაპონელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ნახშირბადის ე.წ. “ნანოტუბი”, საქმემ წინ წაიწია.

1990 წელს ნასას ინჟინერს დევიდ სმიტერმანს თავში აზრად მოუვიდა,რომ ბაგირის მასალად სწორედ ეს ნანოტუბები გამოეყენებინათ. ზუსტად ის იყო,რაც სჭირდებოდათ: გამძლე, მსუბუქი და დასამზადებლად იაფი.

ბაგირის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ასეთი ამ მოიფიქრეს: დედამიწაზე მყოფი სადგური (რომელზეც ბაგირი იქნება მობმული), უნდა იყოს მოძრავი და საფრთხის (ანუ ე.წ. “კოსმოსური ნაგვის” ან რომელიმე თანამგზავრის) მოახლოებისთანავე უნდა გადაადგილოს ბაგირი და შესაბამისად ლიფტიც.

დღესდღეობით ამ პროექტის დამუშავება/წინ წაწევა/ განხორციელებაზე მუშაობენ წამყვანი ფიზიკოსები და ინჟინრები. ნასამ ათეულობით მილიარდი დოლარი გამოყო დასაფინანსებლად. როგორც მეცნიერები გვპირდებიან, კოსმოსური ლიფტის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება

მეცნიერების კიდევ ერთი წინსვლა დეფიციტის ვირუსის წინააღმდეგ ბოძოლაში

Filed under: მეცნიერება — თორნიკე ჩიხრაძე @ 1:13 am

APOBEC-3G ფერმენტი ადამიანის ორგანიზმის თითოეულ უჯრედშია. მას აქვს უნარი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) გამრავლება შეაჩეროს პირველ სტადიაზე, როცა ვირუსი საკუთარ დნმ-ს წარმოქმნის. მაგრამ ადამიანები შიდსით მაინც ავადდებიან, რადგან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი გამოიმუშავებს Vif ცილას, რომელიც ფერმენტის ბლოკირებას ახდენს.

კვლევის ავტორებმა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, რომლებსაც ჩენ სიაოცზიანი (Xiaojiang Chen) ხელმძღვანელობდა, პირველებმა შეძლეს ამ ფერმენტის აქტიური ნაწილის ატომური სტრუქტურის დადგენა. ამით მეცნიერებმა შეძლეს გაეგოთ, თუ როგორ უერთდება ფერმენტი ვირუსის დნმ-ს და შლის მას.

”ჩვენ გავიგეთ, თუ როგორ ურთიერთმოქმედებს ეს ფერმენტი დნმ-თან. ამის ცოდნა კი გვაძლევს საფუძველს, შევქმნათ აივ-ის საწინააღმდეგო წამალი”,- ამბობს ჩენ სიაოცზიანი, რომლის სიტყვაც უნივერსიტეტის ცნობარშია ციტირებულია.
 
მეცნიერის თქმით, მისი ჯგუფის კვლევებმა ვირუსული ცილის ფერმენტთან ურთიერთქმედების შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემები მოგვცეს. ეს კი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ანტივირუსული ფერმენტის ბლოკირება თავიდან ავიცილოთ და მას თავისი სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა მივცეთ.

APOBEC-3G ფერმენტს შეუძლია  წინააღმდეგობა გაუწიოს B ჰეპატიტის ვირუსსაც

მეცნიერებმა გასახდომი შოკოლადი გამოიგონეს

Filed under: მეცნიერება — თორნიკე ჩიხრაძე @ 1:09 am

ბირმინგემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლებმა, შესაძლოა, ტკბილი კვალი დატოვონ სიმსუქნის წინააღმდეგ კაცობრიობის ბრძოლის ნახევარსაუკუნოვან ეპოპეაში. მათ გამოიგონეს შოკოლადი, რომელშიც საერთოდ არ არის ცხიმი.

ცნობილია, რომ დასავლეთის საზოგადოება ჭარბი წონისგან მეტისმეტად არის შეწუხებული. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ორჯერ გაიზარდა მსუქანი ბავშვების რაოდენობა, ხოლო მოზრდილებში ეს პრობლემა ყველა მეოთხეს აწუხებს. ამიტომ მეცნიერები თავს იმტვრევენ დაბალკალორიული პროდუქტების შექმნის ამოცანაზე.

უცხიმო შოკოლადის 60 პროცენტი  წყლისგან შედგება – ის იკავებს კაკაოს ცხიმის ადგილს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით – სუნით, გემოთი და ფერით ახლადშექმნილი პროდუქტი ძნელად გაიჩევა ჩვეულებრივისაგან . ის ისეთივე ნაზი იქნება, როგორც საყვარელი “ბატონჩიკი’’.

მთელი საიდუმლო მომზადების ტექნილოგიაშია. თხევადი შოკოლადი შეიძლება ისე შევურიოთ წყალს, ჰაერს და სპეციალურ გელს, რომ მათი მოლეკულები შეცვლიან კაკაოს ცხიმის მოლეკულებს. ასევე შეიძლება მომზადდეს 5 პროცენტიანი მაიონეზი.

ახალი ტექნოლოგიით შეიძლება შეიქმნას პროდუქტები მარილის მცირე შემცველობით ისე, რობ გემო არ შეიცვალოს. ასეთი მეთოდით მარილის რაოდენობის შემცირება შეიძლება 80 პროცენტით.

მეცნიერები თვლიან,  ამგვარად შეიძლება ერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სიმსუქნის პრობლემის დაძლევა.

თუმცა, ჩვენი  “გაუნათლებელი” გონება თვლის, რომ ეს პროდუქტები უგემურია, ხოლო სიმსუქნეს უნდა ვებრძოლოთ არა ტახტზე წოლით ამ შოკოლადით ხელში, არამედ მეტი მოძრაობით, ვარჯიშით, ბევრი ხილით და ბოსტნეულით.

მეცნიერებმა ახალი მედიკამენტი გამოიგონეს, რომელიც ვარჯიშს ცვლის…

Filed under: მეცნიერება — თორნიკე ჩიხრაძე @ 1:06 am
მეცნიერებმა ახალი მედიკამენტი გამოიგონეს, რომელიც ვარჯიშს ცვლის. ტაბლეტები განსაკუთრებით დაეხმარება კუნთების დისტროფიით და დიაბეტით დაავდებულებს

ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ორი ტიპის ტაბლეტები, რომლებიც ორგანიზმის რეზერვებს მობილიზებას უკეთებს, ზრდის მუსკულების მასას და წვავს ცხიმებს. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურმა პრესამ წუხელ გაავრცელა.ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მედიკამენტის ზემოქმედებისას კუნთებს 44%-ით მეტი დისტანციის გადალახვა შეუძლიათ, ვიდრე მის გარეშე.

თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის თანახმად, მედიკამენტი ცხიმებსაც წვავს. გაწვრთილმა ცხოველებმა ვარჯიშის და პრეპარატის მიღების შემდეგ 77%-ით მეტი მანძილი გაირბინეს, ვიდრე დანარჩენმა, ხოლო ვარჯიშის გარეშე ეს დისტანცია 44%-ით მეტი იყო.

ამ წამლების სახელებია AICAR და GW1516. მედიკამენტები მოქმედებენ კუნთების ზრდასთან დაკავშირებულ გენებზე და კუნთების ტონუსს უწყობენ ხელს. Howard Hughes Medical Institute-ის სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი რონალდ ევანსი ირწმუნება, რომ მედიკამენტი დაეხმარება ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ კუნთების დისტროფია. ხოლო დიაბეტის ან სხვა ისეთი დაავადების მქონეთ, რომელთა დიდი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, ვარჯიშის ეფექტურობას გაუზრდის.

საინტერესო ფაქტები . . .

Filed under: ეს საინტერესოა — თორნიკე ჩიხრაძე @ 12:55 am

1.) დედამიწის მანტია 10-12 ჯერ მეტ წყალს შეიცავს, ვიდრე მსოფლიო ოკეანეები

2.) დედამიწის წყლის მხოლოდ 3 % არის ხისტი, და მის დიდი ნაწილი მყინვარებზეა

3.) დედამიწაზე წყლის მხოლოდ 1,1 % არის დასალევად ვარგისი

4.) წღვის წყალი იყინება -1,91 °C გრადუსზე

5.) მილიონი დოლარი (100 დოლარიანი კუპიურებით) იწონის 10 კგ-ს, ხოლო 1 ცენტიანებით 246 ტონას

6.) პირველი საკრედიტო ბარათი გამოშვებულ იქნა კომპანია, American Express -ის მიერ, 1951 წელს

7.) A.C Milan მსოფლიოში პირველი კლუბი იყო, რომელმაც მაისურზე ფეხბურთელების გვარები დაიწერა

8.) მსოფლიოში ხალხზე მეტი წიწილაა

9.) პი რიცხვში მძიმის შემდეგ 2 260 321 363 ნიშანია

10.) ასო “Q” ერთადერთი ასოა, რომელიც არ გამოიყენება ამერიკის არცერთი შტატის სახელწოდებაში

11.) ჩინეთში, მიუხედავად მათი რაოდენობისა, მხოლოდ 200 გვარია

12.) ვირთხას უფრო მეტი ხანი შეუძლია გაძლოს წყლის გარეშე, ვიდრე აქლემს

13.) დელფინებს ძილის დროს ერთი თვალი გახელილი აქვთ

14.) რაც კი ოდესმე ადამიანი დაბადებულა, მათი 10 % ცხოვრობს ახლა

15.) თერმომეტრი გამოიგონა გალილეო გალილეიმ 1607 წელს

16.) სტატისტიკის მიხედვით 4 წლის ბავშვი საშუალოდ დღეში 437-450 კითხვას სვამს

17.) პირველი აშშ -ს ნაციონალური დროშა და პირველი Levi’s – ის ჯინსი კანაფისგან იყო დამზადებული

18.) XVII საუკუნეში, თერმომეტრში ვერცხლისწყლის მაგივრად კონიაკი გამოიყენებოდა

19.) უინსტონ ჩერჩილმა მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე 300 000 სიგარა მოწია

20.) დღისით უფრო მეტი ბიჭი იბადება ვიდრე გოგო, ხოლო ღამით პირიქით

21.) ყავის დიდი დოზით დალევა სასიკვდილოა… თუ თქვენ 4 საათის განმავლობაში 100 ფინჯან ყავას დალევთ, არც მეტი არც ნაკლები… მოკვდებით…

Next Page »

The Rubric Theme. Blog at WordPress.com.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.