Axalimedia.wordpress.com- დაინახე ახლებურად

06/15/2010

ცოტა რამ ყველასთვის საყვარელი ბანანის შესახებ . . .

Filed under: ეს საინტერესოა — თორნიკე ჩიხრაძე @ 10:31 am

1. ბანანები ადამიანის გამოგონილია თავიდან ბანანებს ჰქონდათ თესლები, რაც საჭმელად უვარგისი იყო. ამიტომაც ადამიანები იგონებდნენ ბანანების ჰიბრიდებს იქამდე, სანამ არ მიაღწიეს იმას, რომ ბანანებს ძალიან პატარა, თითქმის შეუმჩნეველი თესლები ჰქონოდა.

2. ბანანის ხე არ არის ხე ცოტა გაუგებრად ჟღერს, მაგრამ ბანანის ხე არის გიგანტური ბალახი , რომელიც ცდილობს ხეს დაემსგავსოს.

3. ბანანის ხეები მხოლოდ ერთხელ ისხამენ ნაყოფს და შემდეგ კვდებიან საბედნიეროდ „მომაკვდავი“ ბანანის ხე გვიტოვებს შთამომავალს, პატარა მცენარეს, რომელიც მისი გახმობის შემდეგ გაიზრდება. გაზრდას 10 წელი სჭირდება.

4.ბანანები გადაშენების საფრთხის წინაშე არიან საფრთხე ძალიან რეალურია. ერთი დაავადებაც და ბანანები გადაშენდებიან.

5. ბანანები არაჩვეულებრივი წამალია ნაბახუსევისთვის ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით კალიუმს, ამიტომაც ნაბახუსევზე რამოდენიმე ბანანის შეჭმა საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ მდგომარეობას.

6.ბანანის წვენის მისაღებად საჭიროა ბირთვული მეცნიერება მიუხედავად იმისა, რომ ბანანის 80% წყალია, მაინც ძალიან ძნელია მისი წვენის გამოწურვა. მათ მოლეკულური სტრუქტურა აქვთ და ამიტომაც ძნელია მისი წვენის მიღება. შესაძლებელია ბლენდერით ბანანისგან ერთგვაროვანი მასის მიღება, მაგრამ ეს ბანანის წვენი არ არის.

7. ბანანები ძალიან მნიშვნელოვანი საკვებია ბანანები სიით მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია ხორბლის ,ბრინჯის და მარცვლეულების შემდეგ. ღარიბ რეგიონებში ,სადაც გავრცელებულია ბანანი, მოსახლეობა ძირითადად ამ ხილით საზრდოობს.

8. ინდოეთი უდიდესი ბანანის მწარმოებელია მსოფლიოში.

9. ბანანების მოსავალს იღებენ წლის ყოველ სეზონზე

10. ბანანი არ ასუქებს

11. აღმოსავლეთ აფრიკაში არსებობს ბანანის ლუდი

12. ბანანები მდიდარია C ვიტამინით

13. ბანანები შეიცავენ ვიტამინ B6-ს, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.

14. მიუხედავად იმისა, რომ ბანანებს უყვართ ტროპიკული კლიმატი, ისინი ისლანდიაშიც კარგად ხარობენ. იქ ზრდის დროს მათ ნიადაგს ცხელი წყლით ათბობენ.

15. სიტყვა „ბანანი“ წარმოიშვა არაბული სიტყვიდან „ბანან“, რაც ნიშნავს თითს.

ყველაზე ყველაზე …

Filed under: ეს საინტერესოა — თორნიკე ჩიხრაძე @ 9:45 am

*ყველაზე მძიმე ჯიშის ძაღლია – სენბერნარი. მისი მაქსიმალური წონაა 111 კგ.

*ყველაზე დიდხანს ძილის მდგომარეობაში – უჭმელათ ძლებს ზღარბი- 235 დღეს. დათვი შიმშილობს 180 დღეს.

*ყველაზე გრძელი ენა ცხოველთა შორის აქვს ჭიანჭველაჭამიას. მისი ენის სიგრძე 60 სმ-ია.

* ყველაზე ხმამაღლა “მყვირალა” ცხოველი – ნიანგია. მიდი ყვირილი თვით გამოცდილ მონადირეებსაც კი შიშის ზარს ჰგვირს. ძალიან მაღალი ხმით გამოირჩევა ასევე ბეჰემოტიც. მესამე ადგილზეა ცხოველთა მეფე- ლომი.

*ყველაზე დიდი მდინარის თევზი არის ლოქო, რომლის წონა 400 კგ-ს აღწევს.

*ყველაზე სითბოსმოყვარული თევზები ცხოვრობენ კალიფორნიის ცხელ წყლებში, სადაც ტემპერატურა 50 გრადუსია.ეს თევზები ჩვეულებრივ, მდინარის წყალში იყინებიან და კვდებიან.

*ყველაზე დიდი ბაყაყი- გოლიოფია, რომელიც ბინადრობს აფრიკაში. მისი სხეულის წიგრძე 30 სმ-ია, წონა კი3,5 კგ.

*ყველაზე დიდი ნიანგი- ნილოსის ნიანგია. მისი სიგრძე 9 მ-ია.იგი იწონის 500 კგ-ს.

*ყველაზე დიდი ხვლიკი- კომოდური ვარანია. მიდი სიგრძე 5 მ-ია, ხოლო წონა 200 კგ.

*ყველაზე გრძელი რქა აქვს თეთრ მარტორქას. მისი რქის სიგრძე 1,50 მეტრია.

*ყველაზე მეწველლი ძუძუმწოვარი ცხოველი ვეშაპია.ის ყოველდღიურად 400ლ რძეს იძლევა.

*ყველაზე დიდხანს ცოცხლობს კუ. ცნობილია, რომ წმინდა ელენეს კუნძულზე ჰყავთ კუ, რომელიც 1761 წელს აქ მოუყვანია ცნობილ მოგზაურს ჯეიმს კუკს.

*ყველაზე მაღალი ფრინველი სირაქლემაა. მისი სიმაღლე 2,80 მ-ია, ხოლო წონა 100კგ.

ყველაზე პატარა სახელწოდების ქალაქი მდებარეობს კორეაში, მას ჰქვია “უ” .

*ყველაზე პატარა სახელწოდების სოფელი მდებარეობს საფრანგეთში, მას ჰქვია “ი”.

და ბოლოს

*ყველაზე სწრაფი კერძო ინტერნეტი აქვს შვედ ზიგბერტ ლოტბერგს.მისი სიჩქარე 40გბ/წ,  500-1000 ჯერ მეტია ქართული ინტერნეტის ჩვეულებრივ სიჩქარეზე. იგი იძლევა ყველაზე მაღალხარისხიან DVD მოცუცლობის ინფორმაციის 2 წამში გადმოქაჩვის საშუალებას

ცნობილი ადამიანების “ენაკვიმატობანი” :)

Filed under: ეს საინტერესოა — თორნიკე ჩიხრაძე @ 9:31 am

მკაცრი კრიტიკოსი
ერთი კრიტიკოსი ალექსანდრე დიუმას რომანში გამოთქმას აკრიტიკებდა:
-რა არის მტკივნეული სიცარიელე, როგორ შეიძლება ცარიელი საგნის ტკივილი?
დიუმამ მიუგო:
-განა თავი არასოდეს გტკივებიათ?

შეუძლებელი
-უკვე წაიკითხეთ ჩემი ლექსები?
-კი, და ორი მათ შორის ისეთია , რომელთა დაწერასაც ვერც ჰაინე და ვერც პუშკინი ვერ შესძლებდნენ.
-ფრიად სასიამოვნოა! რომლებია განა?
-ერთი კინოზე და მეორე რადიოზე.

შეხვედრა პარკში
გოეთე ვაიმარის პარკში სეირნობდა . ვიწრო ბილიკზე, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო გავლა, კრიტიკოსი შეხვდა. იგი მტრულად იყო განწყობილი გოეთესადმი და მკაცრად უთხრა:
-მე სულელებს გზას არ ვუთმობ!
-მე კი პირიქით, – ღIმილით მიუგო პოეტმა და განზე გადგა.

პაექრობა
ცნობილი გერმანელი პოეტი და იუმორისტი მორი გოტლიბ საფირი ერთ ლიტერატორს შეეკამათა, რომელმაც გესლიანად მიუგო:
- თქვენ ბატონო საფირ, ფულისთვის წერთ, მე კი მხოლოდ ღირსებისთვის.
-ყოველი ჩვენგანი წერს იმისთვის , რაც აკლია, – უთხრა საფირმა.

სიმღერის წყალობით
-მისტერ ჯორჯ, მე გავიგე, რომ თქვენს ქალიშვილს გადაუწყვეტია მომღერალი გახდეს და მუსიკის გაკვეთილებს იღებს. როგორი წარმატება აქვს?
- შესანიშნავი. მისი წყალობით თითქმის მუქთათ ჩავიგდე ხელში ორი მეზობლის ბინა.

ჯეკ ლონდონის სახლ-მუზეუმი
გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა ნოდარ დუმბაძემ და სხვა ქართველმა მწერლებმა, აშშ-ში მოგზაურობისას გადაწყვიტეს ჯეკ ლონდონის სახლ-მუზეუმი მოენახულებინათ.
გზაში მძროლმა დასაშვებ სიჩქარეს გადააჭარბა, რის გამოც პოლიციამ გააჩერა. თანმხლებმა გიდმა აუხსნა პოლიციელს, რომ საქართველოდან ჩამოსულ მწერლებს სურდათ ჯეკ ლონდონის სახლ-მუზეუმის ნახვა.
- ფრთხილად იარეთ – გააფრთხილა პოლიცილემა, სანამ ჯეკ ლონდონის სახლ-მუზეუმს ნახავთ , თვითონ ჯეკ ლონდონი არ ნახოთ.

06/14/2010

“არტ გენი 2010″

Filed under: კულტურა — თორნიკე ჩიხრაძე @ 3:39 am

შეგახსენებთ, რომ სახალხო ფესტივალის “არტ გენის” მიზანს ქართული ფოლკლორისა და ძირძველი ტრადიციების მოძიება-პოპულარიზაცია წარმოადგენს. წლევანდელი ფესტივალი ქართულ ენას და დამწერლობას ეძღვნება.

“არტ გენი 2010″ 13 ივნისს წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიხსნა. ფესტივალზე ტრადიციულად წარმოდგენილი იყო ქართული რეწვის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები. ასევე გაიმართა ფოლკლორული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი შემსრულებლებისა და თბილისელი სტუმრების გარდა, ჩერქეზთა ფოლკლორულმა ანსამბლმაც მიიღო.  ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა კორინთელმა განაცხადა, “არტ გენი” წელს საქართველოს სამ რეგიონს – კახეთს, ისტორიულ ჯავახეთსა და რაჭას მოიცავს. “წელს “არტ გენის” მე-7 იუბილეს აღვნიშნავთ. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი წინანდალში, ისტორიულ ადგილას გაიხსნა. 16-20 ივნისის ჩათვლით, გვექნება ექსპედიციები ვარძიასა და რაჭაში, დასკვნითი ნაწილი, კი ტრადიციულად, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართება. წლევანდელ ფესტივალზე სიახლე თანამედროვე პოეზიის ტური იქნება, რომელიც ფესტივალის დასრულებამდე ვაკი პარკის ღია თეატრში მოეწყობა”,

სიგარეტი რომელიც არ გავნებს

Filed under: მეცნიერება — თორნიკე ჩიხრაძე @ 1:40 am

იაპონელი სპეციალისტების ჯგუფმა ამოიცნო თამბაქოს ფოთლებში ნიკოტინის დაგროვების მექანიზმი, რაც შესაძლებლობას იძლევა, შეიქმნას უვნებელი სიგარეტები. ამას კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი კაძუფუმი იაბუკი ამტკიცებს , რომელმაც თავისი კვლევების შედეგები ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონულ გამოშვებაში გამოაქვეყნა.
ნიკოტინი, როგორც ის წერს, წარმოიქმნება თამბაქოს ფესვებში და წყალთან ერთად მის ფოთლებში ხვდება. მას იქ იაპონელების მიერ აღმოჩენილი განსაკუთრებული ცილა ჩაიჭერს, რომელიც ხელს უწყობს ამ ნივთიერების დაგროვებას უჯრედებში. სწორედ პროფესორ იაბუკს მიაჩნია, რომ ამ პროცესში გენეტიკურ დონეზე ჩარევა შესაძლებლობას მოგვეცმს, შევქმნათ უნიკოტინო თამბაქო, რომელიც ჩვეულებრივისგან გემოთი განსხვავებული არ იქნება.

გამორიცხული არ არის, აგრეთვე, რომ იაპონელების მიერ აღმოჩენილი მექანიზმის საშუალებით შესაძლებელლი იქნება, თავიდან შეიქმნას მცენარეები საჭირო მონაცემებით და აუცილებელი ორგანული დამატებებით

კოსმოსური ლიფტი – დედამიწიდან კოსმოსში…

Filed under: მეცნიერება — თორნიკე ჩიხრაძე @ 1:20 am

ადამიანის აუხდენელი ოცნება ოდითგანვე იყო კოსმოსში მოგზაურობა. დღესდღეობით ეს მხოლოდ მდიდარი ხალხის ხვედრია (რადგან 20 მილიონი $ ღირს). ამიტომ მეცნიერებმა გადაწყვიტეს კოსმოსური ლიფტის შექმნა. ამით მათ სურთ რომ კოსმოსში მოგზაურობა უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი გახადონ. მისი დანიშნულება იქნება ადამიანების გადაყვანა და ტვირთის გადატანა. კოსმოსური ლიფტი მეცნიერებს ბევრ პრობლემას მოუხსნის და გარკვეულ საკითხებზე უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებაც იქნება.
მისი შექმნის ალბათობა დღესაც ბევრ მეცნიერისთვის დაბალია,თუმცა ნასაში სხვაგვარად ფიქრობენ და სერიოზულად მუშაობენ ამ საკითხზე. კოსმოსური ლიფტის ღერძი იქნება ათეულ ათასობით კმ სიგრძის ზეგამძლე და ამავდროულად მსუბუქი ბაგირი. ერთი ბოლო მობმული იქნება დედამიწის რომელიმე სადგურზე, მეორე ბოლო კი-ნასას ხელოვნურ თანამგზავრზე.

იდეა ჯერ კიდევ 1895 წელს გაუჩნდა რუს მეცნიერს კონსტანტინ ციოლკოვსკის , მას შემდეგ რაც ეიფელის კოშკი მოინახულა.

მაგრამ მეცნიერების წინაშე იდგა 2 მთავარი პრობლემა:
1. რა მასალის უნდა ყოფილიყო ბაგირი?
2. როგორ შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ბაგირის დაზიანება?

ცხადია, ბაგირის მასალად არ გამოდგებოდა ფოლადი და მსგავსი ლითონები, რადგან მისივე სიმძიმის გამო გადატყდებოდა. პლასტმასი და მისთანანი თავიდანვე გამოირიცხა.
მაგრამ მას შემდეგ რაც იაპონელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ნახშირბადის ე.წ. “ნანოტუბი”, საქმემ წინ წაიწია.

1990 წელს ნასას ინჟინერს დევიდ სმიტერმანს თავში აზრად მოუვიდა,რომ ბაგირის მასალად სწორედ ეს ნანოტუბები გამოეყენებინათ. ზუსტად ის იყო,რაც სჭირდებოდათ: გამძლე, მსუბუქი და დასამზადებლად იაფი.

ბაგირის დაზიანების თავიდან ასაცილებლად ასეთი ამ მოიფიქრეს: დედამიწაზე მყოფი სადგური (რომელზეც ბაგირი იქნება მობმული), უნდა იყოს მოძრავი და საფრთხის (ანუ ე.წ. “კოსმოსური ნაგვის” ან რომელიმე თანამგზავრის) მოახლოებისთანავე უნდა გადაადგილოს ბაგირი და შესაბამისად ლიფტიც.

დღესდღეობით ამ პროექტის დამუშავება/წინ წაწევა/ განხორციელებაზე მუშაობენ წამყვანი ფიზიკოსები და ინჟინრები. ნასამ ათეულობით მილიარდი დოლარი გამოყო დასაფინანსებლად. როგორც მეცნიერები გვპირდებიან, კოსმოსური ლიფტის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება

მეცნიერების კიდევ ერთი წინსვლა დეფიციტის ვირუსის წინააღმდეგ ბოძოლაში

Filed under: მეცნიერება — თორნიკე ჩიხრაძე @ 1:13 am

APOBEC-3G ფერმენტი ადამიანის ორგანიზმის თითოეულ უჯრედშია. მას აქვს უნარი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) გამრავლება შეაჩეროს პირველ სტადიაზე, როცა ვირუსი საკუთარ დნმ-ს წარმოქმნის. მაგრამ ადამიანები შიდსით მაინც ავადდებიან, რადგან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი გამოიმუშავებს Vif ცილას, რომელიც ფერმენტის ბლოკირებას ახდენს.

კვლევის ავტორებმა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, რომლებსაც ჩენ სიაოცზიანი (Xiaojiang Chen) ხელმძღვანელობდა, პირველებმა შეძლეს ამ ფერმენტის აქტიური ნაწილის ატომური სტრუქტურის დადგენა. ამით მეცნიერებმა შეძლეს გაეგოთ, თუ როგორ უერთდება ფერმენტი ვირუსის დნმ-ს და შლის მას.

”ჩვენ გავიგეთ, თუ როგორ ურთიერთმოქმედებს ეს ფერმენტი დნმ-თან. ამის ცოდნა კი გვაძლევს საფუძველს, შევქმნათ აივ-ის საწინააღმდეგო წამალი”,- ამბობს ჩენ სიაოცზიანი, რომლის სიტყვაც უნივერსიტეტის ცნობარშია ციტირებულია.
 
მეცნიერის თქმით, მისი ჯგუფის კვლევებმა ვირუსული ცილის ფერმენტთან ურთიერთქმედების შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემები მოგვცეს. ეს კი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ანტივირუსული ფერმენტის ბლოკირება თავიდან ავიცილოთ და მას თავისი სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა მივცეთ.

APOBEC-3G ფერმენტს შეუძლია  წინააღმდეგობა გაუწიოს B ჰეპატიტის ვირუსსაც

მეცნიერებმა გასახდომი შოკოლადი გამოიგონეს

Filed under: მეცნიერება — თორნიკე ჩიხრაძე @ 1:09 am

ბირმინგემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლებმა, შესაძლოა, ტკბილი კვალი დატოვონ სიმსუქნის წინააღმდეგ კაცობრიობის ბრძოლის ნახევარსაუკუნოვან ეპოპეაში. მათ გამოიგონეს შოკოლადი, რომელშიც საერთოდ არ არის ცხიმი.

ცნობილია, რომ დასავლეთის საზოგადოება ჭარბი წონისგან მეტისმეტად არის შეწუხებული. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ორჯერ გაიზარდა მსუქანი ბავშვების რაოდენობა, ხოლო მოზრდილებში ეს პრობლემა ყველა მეოთხეს აწუხებს. ამიტომ მეცნიერები თავს იმტვრევენ დაბალკალორიული პროდუქტების შექმნის ამოცანაზე.

უცხიმო შოკოლადის 60 პროცენტი  წყლისგან შედგება – ის იკავებს კაკაოს ცხიმის ადგილს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით – სუნით, გემოთი და ფერით ახლადშექმნილი პროდუქტი ძნელად გაიჩევა ჩვეულებრივისაგან . ის ისეთივე ნაზი იქნება, როგორც საყვარელი “ბატონჩიკი’’.

მთელი საიდუმლო მომზადების ტექნილოგიაშია. თხევადი შოკოლადი შეიძლება ისე შევურიოთ წყალს, ჰაერს და სპეციალურ გელს, რომ მათი მოლეკულები შეცვლიან კაკაოს ცხიმის მოლეკულებს. ასევე შეიძლება მომზადდეს 5 პროცენტიანი მაიონეზი.

ახალი ტექნოლოგიით შეიძლება შეიქმნას პროდუქტები მარილის მცირე შემცველობით ისე, რობ გემო არ შეიცვალოს. ასეთი მეთოდით მარილის რაოდენობის შემცირება შეიძლება 80 პროცენტით.

მეცნიერები თვლიან,  ამგვარად შეიძლება ერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სიმსუქნის პრობლემის დაძლევა.

თუმცა, ჩვენი  “გაუნათლებელი” გონება თვლის, რომ ეს პროდუქტები უგემურია, ხოლო სიმსუქნეს უნდა ვებრძოლოთ არა ტახტზე წოლით ამ შოკოლადით ხელში, არამედ მეტი მოძრაობით, ვარჯიშით, ბევრი ხილით და ბოსტნეულით.

მეცნიერებმა ახალი მედიკამენტი გამოიგონეს, რომელიც ვარჯიშს ცვლის…

Filed under: მეცნიერება — თორნიკე ჩიხრაძე @ 1:06 am
მეცნიერებმა ახალი მედიკამენტი გამოიგონეს, რომელიც ვარჯიშს ცვლის. ტაბლეტები განსაკუთრებით დაეხმარება კუნთების დისტროფიით და დიაბეტით დაავდებულებს

ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ორი ტიპის ტაბლეტები, რომლებიც ორგანიზმის რეზერვებს მობილიზებას უკეთებს, ზრდის მუსკულების მასას და წვავს ცხიმებს. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურმა პრესამ წუხელ გაავრცელა.ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მედიკამენტის ზემოქმედებისას კუნთებს 44%-ით მეტი დისტანციის გადალახვა შეუძლიათ, ვიდრე მის გარეშე.

თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის თანახმად, მედიკამენტი ცხიმებსაც წვავს. გაწვრთილმა ცხოველებმა ვარჯიშის და პრეპარატის მიღების შემდეგ 77%-ით მეტი მანძილი გაირბინეს, ვიდრე დანარჩენმა, ხოლო ვარჯიშის გარეშე ეს დისტანცია 44%-ით მეტი იყო.

ამ წამლების სახელებია AICAR და GW1516. მედიკამენტები მოქმედებენ კუნთების ზრდასთან დაკავშირებულ გენებზე და კუნთების ტონუსს უწყობენ ხელს. Howard Hughes Medical Institute-ის სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი რონალდ ევანსი ირწმუნება, რომ მედიკამენტი დაეხმარება ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ კუნთების დისტროფია. ხოლო დიაბეტის ან სხვა ისეთი დაავადების მქონეთ, რომელთა დიდი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, ვარჯიშის ეფექტურობას გაუზრდის.

საინტერესო ფაქტები . . .

Filed under: ეს საინტერესოა — თორნიკე ჩიხრაძე @ 12:55 am

1.) დედამიწის მანტია 10-12 ჯერ მეტ წყალს შეიცავს, ვიდრე მსოფლიო ოკეანეები

2.) დედამიწის წყლის მხოლოდ 3 % არის ხისტი, და მის დიდი ნაწილი მყინვარებზეა

3.) დედამიწაზე წყლის მხოლოდ 1,1 % არის დასალევად ვარგისი

4.) წღვის წყალი იყინება -1,91 °C გრადუსზე

5.) მილიონი დოლარი (100 დოლარიანი კუპიურებით) იწონის 10 კგ-ს, ხოლო 1 ცენტიანებით 246 ტონას

6.) პირველი საკრედიტო ბარათი გამოშვებულ იქნა კომპანია, American Express -ის მიერ, 1951 წელს

7.) A.C Milan მსოფლიოში პირველი კლუბი იყო, რომელმაც მაისურზე ფეხბურთელების გვარები დაიწერა

8.) მსოფლიოში ხალხზე მეტი წიწილაა

9.) პი რიცხვში მძიმის შემდეგ 2 260 321 363 ნიშანია

10.) ასო “Q” ერთადერთი ასოა, რომელიც არ გამოიყენება ამერიკის არცერთი შტატის სახელწოდებაში

11.) ჩინეთში, მიუხედავად მათი რაოდენობისა, მხოლოდ 200 გვარია

12.) ვირთხას უფრო მეტი ხანი შეუძლია გაძლოს წყლის გარეშე, ვიდრე აქლემს

13.) დელფინებს ძილის დროს ერთი თვალი გახელილი აქვთ

14.) რაც კი ოდესმე ადამიანი დაბადებულა, მათი 10 % ცხოვრობს ახლა

15.) თერმომეტრი გამოიგონა გალილეო გალილეიმ 1607 წელს

16.) სტატისტიკის მიხედვით 4 წლის ბავშვი საშუალოდ დღეში 437-450 კითხვას სვამს

17.) პირველი აშშ -ს ნაციონალური დროშა და პირველი Levi’s – ის ჯინსი კანაფისგან იყო დამზადებული

18.) XVII საუკუნეში, თერმომეტრში ვერცხლისწყლის მაგივრად კონიაკი გამოიყენებოდა

19.) უინსტონ ჩერჩილმა მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე 300 000 სიგარა მოწია

20.) დღისით უფრო მეტი ბიჭი იბადება ვიდრე გოგო, ხოლო ღამით პირიქით

21.) ყავის დიდი დოზით დალევა სასიკვდილოა… თუ თქვენ 4 საათის განმავლობაში 100 ფინჯან ყავას დალევთ, არც მეტი არც ნაკლები… მოკვდებით…

ვებ სერვერები და მათი მუშაობის პრინციპი

Filed under: ეს საინტერესოა — თორნიკე ჩიხრაძე @ 12:36 am

არასოდეს გიფიქრიათ იმ მოწყობილობების შესახებ რომლის მეშვეობითაც ამ გვერდს კითხულობთ? უდავოა რომ თქვენ ახლა კომპპიუტერთან ზიხართ და ამ გვერდს უყურებთ თქვენს ბრაუზერში… თქვენ ამ გვერდზე გადმოხვედით ლინკზე დააწკაპუნების ან მისამართის ჩაწერის მეშვეობით, მაგრამ რა მოქმედებები შესრულდა კულისებში იმისათვის რომ თქვენს ეკრანზე ეს გვერდი გამოჩენილიყო?თუ ოდესმე დაინტერესებულხართ ამ პროცესით ან გინდათ რომ გაიგოთ ცოტა რამ იმ მექანიზმების შესახებ რომლებიც ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობას გაძლევენ მაშინ გააგრძელეთ კითხვა. ამ პოსტში შენ ისწავლი თუ როგორ გაჩვენებენ ვებ სერვერები ინტერნეტ გვერდებს სახლში, სკოლაში თუ სამსახურში. მოდი დავიწყოთ!

ძირითადი პროცესი

მოდით წარმოვიდგინოთ რომ თქვენ ზიხართ თქვენს კომპიუტერთან, სარგებლობთ ინტერნეტით და თქვენ დაგირეკათ თქვენმა მეგობარმა რომელმაც გითხრათ: „მე ახლახანს შესანიშნავი სტატია წავიკითხე! ჩაწერე მისამართი და შეამოწმე, სტატია ამ მისამართზეა: „http://ucnauri.com/18/05/2010/razor-1911-2/“ თქვენ ჩაწერთ ამ მისამართს თქვენს ბრაუზერში და დააწკაპუნებთ ღილაკს: „შესვლა“. და ჯადოსნურად, იმის მიუხედავად თუ სად ცხოვრობს ეს მისამართი, ვებ გვერდი გაჩნდება თქვენს ეკრანზე.

ძალიან ზედაპირულად, ამ სურათის საშუალებით ნახავთ იმ ნაბიჯებს რომლის მეშვეობითაც ვებ გვერდი თქვენს კომპიუტერში გაჩნდა:

თქვენმა ბრაუზერმა ვებ სერვერთან დაამყარა კავშირი, მოითხოვა გვერდი და მიიღო კიდეც. მოდით კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ ამ პროცესს რადგან მთავარი მიზანი ხომ თქვენი გარკვევაა ამ საკითხში.

იმისათვის რომ უფრო ვრცლად გაიგოთ იმის შესახებ თუ რა პროცესები ჩატარდა ვებ გვერდის თქვენს ეკრანზე გამოსაჩენად, ეს არის ის ძირითადი ნაბიჯები რაც მოხდა “კულისებში”:

  • ბრაუზერმა გაყო URL სამ ნაწილად:
  1. პროტოკოლი (“http”)
  2. სერვერ სახელი (“www.ucnauri.com”)
  3. ფაილის სახელი (“18/05/2010/razor-1911-2″)
  • ბრაუზერი დაუკავშირდა სახელის სერვერს რათა გადაეთარგმნა სერვერ სახელი “www.ucnauri.com” IP მისამართად, რომლესაც ის სერვერ მანქანასთან დასაკავშირებლად იყენებს.
  • შემდეგ ბრაუზერმა დაამყარა კავშირი სერვერთან, ამ IP მისამართით პორტ 80-ზე. (პორტების შესახებ წაიკითხეთ ქვემოთ.)
  • HTTP პროტოკოლის მიხედვით, ბრაუზერმა სერვერ გაუგზავნა GET თხოვნა, რომლითაც ითხოვდა ფაილს “http://ucnauri.com/18/05/2010/razor-1911-2/” (შენიშნვა: შესაძლებელია ბრაუზერმა სერვერს GET თხოვნასთან ერთად გაუგზავნოს ფუნთუშებიც)
  • შემდეგ სერვერმა ბრაუზერს გამოუგზავნა ვებ გვერდის HTML ტექსტი. (შესაძლებელია სერვერიდან გამოიგზავნოს ფუნთუშებიც.)
  • ბრაუზერმა წაიკითხა HTML ტეგები და გააფორმა  ვებ გვერდი თქვენს ეკრანზე.

თუ თქვენ ამ საკითხის შესახებ არაფერი გაგიგონიათ, მაშინ აქ არის ბევრი უცხო სიტყვა. იმისათვის რომ მთელი პროცესი დეტალებში გაიგოთ, თქვენ უნდა იცოდეთ თუ რა არის: IP მისამართები, პორტები, პროტოკოლები…

ინტერნეტი

რა არის „ინტერნეტი“? ინტერნეტი არის მილიონობით კომპიუტერის გიგანტური კოლექცია, აქედან ყველა ერთად არის დაკავშირებული კომპიუტერული ქსელთან. ქსელი ყველა კომპიუტერს აძლევს ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობას. სახლის კომპიუტერი ინტერნეტს შეიძლება უკავშირდებოდეს: სატელეფონო ხაზის მოდემით, DSL-ით ან კაბელური მოდემით რომლებიც ელაპარაკებიან ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერს (Internet service provider ანუ ISP). სამსახურის ან სკოლის კომპიუტერებს ჩვეულებრივ აქვთ ქსელის ინტერფეისის კარტა (network interface card ანუ NIC)  რომელიც პირდაპირ უკავშირდება ბიზნესის ლოკალურ ქსელს (local area network ანუ LAN). ბიზნესის ლქ შეიძლება უკავშირდებოდეს იმპ-ს ისეთი მაღალ-სიჩქარიანი სატელეფონო ხაზით როგორიცაა T1 ხაზი. T1 ხაზს წამში შეუძლია დაახლოებით 1.5 მილიონი ბიტის გატარება, ეს მაშინ როდესაც ნორმალურ სატელეფონო ხაზის მოდემს ჩვეულებრივ შეუძლია 30,000-დან 50,000-მდე ბიტის გატარება წამში.

იმპ-ები შემდეგ უკავშირდებიან უფრო დიდ იმპ-ებს, შემდეგ კი ყველაზე დიდ იმპ-ებს, რომელთაც აქვთ ბოჭკოვან-ოპტიკურ მაგისტრალები მთელი ქვეყნისათვის ან რეგიონისთვის. მსოფლიოს გარშემო მაგისტრალები ერთმანეთს უკავშირდებიან ბოჭკვან-ოტიკური ხაზებით, წყალქვეშა კაბელებით ან სატელიტებით. ამ გზით, ყველა ინტერნეტში ჩართული კომპიტერი დაკავშირებულია ყველა სხვა ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერთან. იხილეთ სრული სტატია

ქალის მკერდის სამკურნალო თვისებები . . .

Filed under: ეს საინტერესოა — თორნიკე ჩიხრაძე @ 12:09 am

თურმე 10 წუთი ცქერა უდრის 30 წუთის ვარჯიშს
გერმანელი მეცნიერები მივიდნენი დასკვნამდე, რომ ქალის მკერდის დათვალიერება არა მარტო სიამოვნებას გვრის მამაკაცს, არამედ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. აღმოჩნდა, რომ მამაკაცებისტვის, რომლებსაც საშუალება აქვთ რეგულარულად ნახონ შიშველი მკერდი ინფარქტის ან ინსულტის რისკი საგრძნოლად ნაკლებია, წერს DW-World-ი.გარდა მაგისა, The New England Journal of Medicine ჟურნალში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ათწუთიანი ცქერა სავსებით შეუცვლის მამაკაცს ფიზიკური შრომის ან სპორტული ვარჯიშის ნახევარ საათს.

საქმე ისაა, რომ სექსუალური აღგზნება ააქტიურებს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას და აუმჯობესებს სისხლის და, შესაბამისად, ჟანგბადის მიწოდებას ორგანიზმის ყველა ქსოვილისადმი. ამის შედეგად ინფარქტის ან ინსულტის რისკი 50%-ით მცირედება. პუბლიკაციის ავტორი ასევე წერს, რომ ქალის დიდი მკერდის რეგულარული ცქერით მამაკაცმა საშუალოსტატისტიკურად შესაძლოა 4-5 წლით გაიხანგრძლივოს სიცოცხლე.

მიუხედავად ამისა, ეს კვლევა გერმანიის მაცხოვრებლებს დიდ სარგებლობას არ მოუტანს. AOK-ის საავადმყოფოს სალაროს წარმომადგენლის ტქმით: “აღნიშნული კვლევა არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის მიზეზად ასაკოვანი პაციენტების Playboy და Penthouse შესაძენად ხარჯების დასაფარად”.

06/13/2010

იცით თუ არა რომ ?! ?! ?!

Filed under: ეს საინტერესოა — თორნიკე ჩიხრაძე @ 11:24 pm
  • ელექტრო სკამი სტომატოლოგმა გამოიგონა
  • ადამიანის ცხვირი მისი ცერის ზომისაა (არ გჯერა და გაზომე :D)
  • ლეონარდო და ვინჩიმ გამოიგონა მაღვიძარა, რომელიც მძინარე პატრონს ფეხებს ფხანდა
  • მხოლოდ დედალი კოღოები იკბინებიან.
  • იმის ალბათობა, რომ ლატარიის ბილეთის საყიდლად წასულს რამე შეგემთხვევათ და მოკვდებით,უფრო დიია, ვიდრე იმისა, რომ მოიგებთ
  • ვატიკანის სამეფო რომის პაპს მუსოლინიმ აჩუქა
  • ბილ გეითს საკუთარ სახლში არ აქვს ტელევიზორი,რადგან მიაჩნია,რომ მას ადამიანი ეჩვევა და სისულელეებზე ხარჯავს ძვირფას დროს
  • არავის ათხოვოთ საკუთრი წიგნები,რადგან შეიძლება თვალითაც ვეღარ ნახოთ ისინი, გვაფრთხილებს ანატოლი ფრანსი ,რადგან თვითონ მხოლოდ ის წიგნები შერჩა რომლების სხვისგან ითხოვა
  • სპარტაკის ცოცხლად გადარჩენილი 6000 მეომარი,რომლებიც კაპუიიდან რომისკენ მიმავალ გზაზე ჯვრებზე მიალურსმნეს. 3 თვის განმავლობაში არ ჩამოუხსნიათ და არ დაუმარხავთ
  • იმ დროს, როდესაც ევროპელები შუა საუკუნეების უკუნეთში ცხოვრობდნენ, ამ დროს მაიას ტომის ინდიელებიისეთი კონფორტით სარგებლობდნენ, როგორიც შიდა წყალგაყვანილობაა.
  • თურმე თეთრ სახლში 13.092-ზე მეტი დანა, ჩანგალი და კოვზია.
  • თითის ანაბეჭდის მსგავსად, ყველას ენის ანაბეჭდიც განსხვავებულია.
  • ტოკიოში ველოსიპედი უფრო სწრაფია, ვიდრე მანქანა.
  • ლას ვეგასის ვერც ერთ კაზინოში ვერ ნაახავთ საათს.
  • მონა ლიზას არ ჰქონდა წარბები. რადგან, რენესანსის ხანაში მოდაში იყო მათი მოპარსვა.
  • პირველი სახელი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გახდა, არის მუჰამედი.
  • 10000მდე ჩიტი კვდება წელიწადში იმით, რომ ისინი ფანჯრებს ეჯახებიან.
  • ტომს ედისონს (ელ.ნათურის გამომგონებელს) სიბნელის ეშინოდა.
  • ბუ ერთადერთი ფრინველია, რომლის თვალიც ლურჯ ფერს აღიქვამს.
  • 1952 წელს ალბერტ აინშტაინს ისრაელის პრეზიდენტობა შესთავაზეს.
  • კანადა ინდური სიტყვაა და ნიშნავს “დიდ სოფელს”.
  • ზვიგენი ერთადერთი წყლის ბინადარია,რომელიც ორივე თვალს ერთდროულადახამხამებს.
  • ვინსტონ ჩერჩილი დაიბადა მოცეკვავე ქალების ოთახში, ცეკვის დროს.
  • თვალი წამში საშუალოდ 50 მოძრაობას აკეთებს.
  • კიტრი ხილია და არა ბოტნეული.
  • სოკო ცხოველია და არა მცენარე.
  • თავდაპირველად სუნამოს შუამდინარეთში იყენებდნენ, რადგან ისინი ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ იბანდნენ აუტანელი სუნის თავიდან ასაცილებლად…
  • თევზები ახველებენ.
  • კანტმა შექმნა ტაბულა,რომელზეც ტვინის წონის მიხედვით ადამიანი იყო იდიოტი, მასხარა, ჭკვიანი ან გენიოსი. გარდაცვალების შემდეგ მისი ტვინი აწონეს და ტაბულის თანახმად იდიოტების კატეგორიას მიაკუთვნეს.
  • და ვინჩის დისლექსია ახასიათებდა და უკუღმა წერდა.
  • ნებისმიერი ქაღალდის 7-ზე მეტ სიმეტრიულ ნაწილებად გადაკეცვა შეუძლებელია.
  • ძროხის კიბეზე აყვანა შესაძლებელია, ჩამოყვანა არა.
  • ერთ ადამიანზე ერთი მილიონი ჭიანჭველა მოდის.
  • სპილო არის ერთადერთი ცხოველი რომელსაც არ შეუძლია ხტომა
  • ორგანიზმის ყველაზე ძლიერი კუნთი არის ენა
  • სტასისტიკურად ადამიანს ობობის უფრო მეტად ეშინია ვიდრე სიკვდილის
  • ყველა თეთრი დათვი არის ცაცია
  • ნიანგს არ შეუძლია ენის გამოყოფა
  • პეპელას ფეხებში აქვს გემოს გრძნობა.
  • ტარაკანას შეუძლია იცოცხლოს 9 დღე თავის გარეშე. (ისიც იმიტომ მოკვდება რომ საჭმელს ვერ შეჭამს :D)
  • გულის კუნთებს, იმდენად დიდი ძალა აქვს რომ, შეუძლია სისხლი გადაასხას 10 მეტრზე.
  • ტომას ედისონს (მაგან გამოიგონა ნათურა) სიბნელის ეშინოდა
  • ამერიკაში დაშვებულია მოსამართლემ გამოიძახოს ძაღლი როგორც მოწმე.
    მობილური ტელეფონის შესაქმნელად საჭიროა 75 კილოგრამი დაუმუშავებელი მასალა.
  • პაბლო პიკასოს სრული სახელი იყო ასეთი: “Pablito Diego Jose Santiago Francisco de Paula Juan Nepomuceno Crispin Crispiniano de los Remedios Cipriano de la Santisima Trinidad Ruiz Blasco y Picasso Lopez”.
  • ციფრი “0″ გამოიგონეს ინდოეთში მეხუთე საუკუნეში, მაშინ როდესაც ევროპაში რომაული ციფრები გამოიყენებოდა და ძალიან უძნელდებოდათ ანგარიში.
  • “Volks-Wagen” ნიშნავს ხალხის მანქანას და მის შექმნას ხელი შეუწყო ადოლფ ჰიტლერმა, ამ მარკის მანქანებს თავიდან ეწოდებოდა “Beetle”.
  • ჰავაური ენის ანბანში მხოლოდ 12 ასოა: a, e, i, o, u, h, k, l, m, n, p და w.
  • Yahoo იშიფრება როგორც “Yet Another Hierarchical Officious Oracle” ანუ ქართულად “კიდევ ერთი იერარქიული აბეზარი წინასწარმეტყველება”. თავად სიტყვა Yahoo კი ნიშნავს პირუტყვს.
  • სამ აზერბაიჯანელ ჯარისკაცს ერთფეროვნება მობეზრდა და… ქვედანაყოფი გააუპატიურეს

    Filed under: ეს საინტერესოა — თორნიკე ჩიხრაძე @ 11:13 pm

    სასამართლოს დაზარალებულის სტატუსით 28 ადამიანი ესწრებოდა.

    აზერბაიჯანის არმიაში მთელი ქვედანაყოფი გააუპატიურეს, მისი მეთაურები კი, დახოცეს.  აზერბაიჯანული სააგენტო “აპას” ცნობით, აზერბაიჯანის არმიის ჯარისკაცები ემინ რაგიმოვი, თოღრულ ბაგიროვი და იუსუფ იუსუფოვი გაბეზრდნენ სამსახურის ერთფეროვნებით და თანამომსამსახურეების გაუპატიურება დაიწყეს და ფაქტობრივად, მთელი ქვედანაყოფი ჰარემად გადააქციეს.ხელშეუხებელნი მხოლოდ ქვედანაყოფის მეთაური და მისი მოადგილე დარჩნენ, რომლებიც მომხდარს არ იმჩნევდნენ. თუმცა, ხელმძღვანელობამ მათ საქმეში გარკვევა მოსთხოვა. გამოძიება ქვედანაყოფის უფროსმა ელშან თაგიევმა დაიწყო.რაგიმოვმა, ბაგიროვმა და იუსუფოვმა “სექსუალური უფლების” ხელყოფა ვერ აიტანეს და ელშან თაგიევისა და მისი მოადგილის რამალ ემრახოვის მოკვლა გადაწყვიტეს. ჯარისკაცებმა ავტომატები გაიტაცეს, ემრახოვი საქვაბეში, თაგიევი კი, სამზარეულოში მოკლეს. ამის შემდეგ, ჯარისკაცები გაიქცნენ, თუმცა, ისინი მალე დააკავეს.ბაქოს სამხედრო სასამართლომ “განზრახ მკვლელობისა” და “არაერთგზის განმეორებითი ჯგუფური სექსუალური ძალადობის” მუხლებით რაგიმოვსა და ბაგიროვს სამუდამო, იუსუფოვს კი, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    მსოფლიოს 5 ქალაქი, სადაც ცხოვრება ყველაზე საშიშია

    Filed under: ეს საინტერესოა — თორნიკე ჩიხრაძე @ 10:54 pm

    მსოფლიოში არსებობს 5 ქვეყანა, რომელშიც ცხოვრება ძალიან დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ამ ადგილებში მკვლელობების, ყაჩაღობის, სექსუალური ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული. ბევრ მათგანს “მკვლელობების დედაქალაქს” ან “ქაოსისა და სიკვდილის ადგილს” უწოდებენ. თუმცა მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ასეთ ქვეყანაში შენარჩუნებულია ტურისტთა მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ მოგზაურები მუდმივი შიშისა და საფრთხის ქვეშ არიან მოქცეულები.

    5. კეიპტაუნი. სამხრეთ აფრიკა. ( Cape Town. South Africa )

    მრავალი წელია კრიმინალი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ძირითადი პრობლემაა. (როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტებისთვისაც). ქვეყანში მკვლელობებისა და ყაჩაღობის მაღალი სტატისტიკა დღითი-დღე იკვეთება. ქვეყანაში დღეში დაახლოებით 50 მკვლელობა ხდება. ბოლო დროის მონაცემებით, აქ 2008 წლის მარტიდან 2009 წლის აპროლამდე 71 500 სქესობრივი დანაშაული, 18 400 ძარცვა, 13 900 ბიზნეს ყაჩაღობა და 72 194 ქუჩაში ქურდობა დაფიქსირდა. რაც შეეხება კეპტაუნს, რომელიც საკმაოდ ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურება, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაღალი დონე მკვლელობების, გატაცებებისა და ძარცვის აქ დაფიქსირდა. პოლიციელების განცხადებით, მკვლელობები ჩვეულებრივ ღარიბ უბნებსა და გარეუბნებში ხდება. ტურისტებს კი ურჩევენ, რომ დაბინდების შემდეგ სახლიდან გასვლისაგან და ასევე ბანკომატების გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

    4. ახალი ორლეანი. აშშ. (New Orleans. The USA)

    ახალი ორლეანი ქვეყანაში მომხადარი კრიმინალური დანაშაულებების ფონზე ყველაზე მაღლა დგას, ამიტომ მას უკვე უწოდეს აშშ-ს “მკვლელობების დედაქალაქი”. ამ პატარა ქალაქში საერთო დანაშაულებების 40%-ს მკვლელობა, 30%-ს ყაჩაღობა, 15%-ს სქესობრივი ძალადობა დანარჩენ 11%-ს კი სხვა წვრილმანი დანაშაულებები შეადგენს. 1 წლის წინ ჟურნალმა “Times” შემაშფოთებელი სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატიაში ეწერა, რომ ერაყში მომხდარი მკვლელობების რიცხვი მკვეთრად ჩამოუვარდებოდა ახალ ორლეანში მომხდარი მკვლელობების რიცხვს. 2009 წლიდან ქალაქში დანაშაულებების რიცხვმა 10%-ით იკლო. ძალადობრივი გამოვლინებები აქაც შედარებით მიყრუებულ უბნებში ხდება. ახალი ორლეანის პოლიციაც იგივეს ურჩევს ტურისტებს და აფრთხილებს, რომ ღამით თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან, მით უმეტეს თუ ისინი მარტონი არიან.

    3. კარაკასი. ვენესუელა. (Caracas. Venezuela)

    ვენესუელას დედაქალაქი კარაკასი, არა მარტო ქვეყნის, არამედ მსოფლიოს “მკვლელოების დედაქალაქად” შერაცხეს. CNN-ის ცნობით მარტო 2008 წლის დეკემბერში აქ 510 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. ქალაქის ძირითადი პრობლემა ასევე ნარკოტიკებით ვაჭრობა და ბანდების ერთმანეთზე თავდასხმაა. ქალაქში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. კრიმინალისტები ისევე, როგორც წინა ორ შემთხვევაში საქმის გასაკეთებლად მიყრუელულ ადგილებს ირჩევენ, რასაც უდანაშაულო ადამიანებიც ხშირად ეწირებიან ხოლმე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქალაქში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რიცხვი თანდათან იმატებს, რაც ხელს უწყობს მკვლელებისა თუ კრიმინალების თავისუფალ მოქმედებას. ასევე ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში არ არსებობს იარაღის კონტროლი და აღინიშნება სამართალდამცავების უპასუხისმგებლობაც.

    2. სიუდად-ხუარესი. მექსიკა. (Ciudad Juárez. Mexico)

    მექსიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული დანიშნულების ადგილია. ყოველწლიურად ქვეყანაში მოგზაურების მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება, რასაც ქვეყანა თავისი თვალისმომჭრელი ბუნებითა და ობიექტებით აღწევს, მაგრამ სამწუხაროდ ქვეყნის წინაშე სერიოზული პრობლემები დგას ძარცვის, მკვლელობის, სექსუალური ძალადობისა და ნარკოტიკების შენახვა-გასაღების მხრივ. ამ ყველაფრის სიუხვით სიუდად-ხუარესი გამოირჩევა. ქალაქი აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე მდებარეობს და აქ ჩადენილი დანაშაულები ყოველთვის განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. 2008 წლიდან ქვეყანში 8 330 ნარკოტიკების გასაღება-გაყიდვასთან დაკავშირებული მკვლელობა დაფიქსირდა, რომლის 50%-იც სწორედ სიუდიდ-ხუარესში იქნა აღრიცხული.

    1. მოგადიშო. სომალი. (Mogadishu. Somalia. )

    ქვეყნის მმართველი ძალა ერთსულოვნად აღიარებს, რომ სომალში მოგზაურობა უდიდეს რისკთანაა დაკავშირებული. აქ მძვინვარებს ტერორიზმი, კლანური და ეთნიკური ბრძოლები, ასევე გატაცებებისა და მეკობრეობის მაღალი დონე აღინიშნება.

    ეპიცენტრი ამ სასტიკი დანაშაულებებისა სომალის დედაქალაქი, მოგადიშოა. ქალაქი ისედაც ნახევრად განადგურდა სამოქალაქო ომის დროს, როდესაც მოსახლეობის თითქმის 50%-ი დაიღუპა ან დაბომბვების დროს დაიჭრა. ომმა დიდი დაღი დაასვა ქვეყანას.

    რეალურად ზუსტად ისიც კი არავინ იცის რამდენი ადამიანი იღუპება აქ ყოველთვიურად, მაგრამ ყოველგვარი დავის გარეშე მოგადიშო მსოფლიოს ყველაზე უკანონო და სახიფათო ქალაქად რჩება.

    ზოგიერთი ბუნებრივი და ფიზიკური მოვლენების ახსნა …

    Filed under: Uncategorized — თორნიკე ჩიხრაძე @ 10:43 pm

    რამდენს იწონის ჰაერი, რომელიც თქვენს ოთახშია?

    ერთი შეხედვით, ოთახში არსებული ჰაერის წონა, შეიძლება სრულიად უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ. მაგრამ მარტივი გამოთვლები გვიჩვენებს, რომ ეს ასე არ არის.დავუშვათ ოთახის სიგრძე 5 მეტრია, სიგანე 4 მეტრი, ხოლო სიმაღლე 3 მეტრი. მაშინ, ამ ოთახის მოცულობა იქნება 5×4×3=60 კუბ. მეტრი. ცნობილია, რომ 1 კუბ. მეტრი ჰაერი იწონის 1 კგ და 250 გრამს.მაშასადამე, ოთახში არსებული ჰაერის წონა ყოფილა 75 კილოგრამი.

    რატომ არის რომ ზაფხულში წვიმის წვეთები მსხვილია, ხოლო შემოდგომაზე კი- წვრილი?

    ზაფხულში წამოსული წვიმის წვრილი წვეთები, როგორც წესი, ვერ აღწევს დედამიწამდე, რადგანაც ისინი მაღალი ტემპერატურის გამო ატმოსფეროში ორთქლდებიან.ხოლო მსხვილი წვეთები დიდი მოცულობის გამო ვერ ასწრებენ აორთქლებას და შეუცვლელი სახით აღწევენ დედამიწამდე.
    შემოდგომაზე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა შესამჩნევად ეცემა, წვრილი წვიმის წვეთები ვერ ასწრებენ აორთქლებას და მთელი მათი მასა თავისუფლად ვერ აღწევს დედამიწამდე.

    რატომ “ამოდის” ცხიმიანი ლაქა ქსოვილიდან, მასზე ცხელი უთოს გასმისას ?

    ცხიმიანი ლაქის “ამოყვანისთვის: ქსოვილის ერთ მხარეს უნდა დავადოთ ქაღალდის ნაჭერი, ხოლო მეორე მხრიდან გავუსვათ ცხელი უთო.ცხიმი გარდაიქმნება სითხედ და გადავა ქაღალდზე თუ ქსოვილი საკმაოდ სქელია, მაშინ ქაღალდი უნდა დავდოთ ორივე მხარეს.

    The Rubric Theme. Blog at WordPress.com.

    Follow

    Get every new post delivered to your Inbox.